FM97.5 / LIVE

ახალციხელი მოჭიდავე სამბოს საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი გახდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.09.2019
ახალციხელმა სამბისტმა ბექა ბერძენიშვილმა, საერთაშორისო მემორიალურ ტურნირში, +100 კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. მან ფინალში ბელარუსის წარმომადგენელი დაამარცხა.

ახალციხელი მოჭიდავე სამბოს საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი გახდა

სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის სახელობის მეხუთე საერთაშორისო მემორიალური ტურნირი 7-8 სექტემბერს, თბილისში ძიუდოს აკადემიაში გაიმართა.

მასში საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელარუსის, გერმანიის, ისრაელის, რუსეთის, საბერძნეთის, სომხეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სპორტსმენებმა ცხრა წონით კატეგორიაში მიიღეს მონაწილეობა.

ორ დღიანი ორთაბრძოლების შემდეგ, +100 კგ წონით კატეგორიაში, გამარჯვებული 2019 წლის ევროპული თამაშების ჩემპიონი და 2018 წლის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში, ბექა ბერძენიშვილი გახდა.

ბექა წარმოშობით ახალციხის სოფელ წინუბნიდან არის. მისთვის ყველაზე დიდი წარმატება ევროპის ჩემპიონის ტიტულია, რომლიც 2016 წელს, რუსეთის ქალაქ ყაზანში +100 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა.

შემდეგ იყო „მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის“ ტიტული, რომლიც რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, 2018 წელს მოიპოვა. ამავე წელს ბექა „საქართველოს აბსოლუტური ფალავანი“ გახდა.

ბოლო მნიშვნელოვანი წარმატება კი 2019 წლის ივნისში, ევროპული თამაშების ჩემპიონობა იყო,სადაც მსოფლიოს ოთხი და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, ბელარუსი იური რიბაკი, არასრულ ორ წუთში 8:0 დაამარცხა.

გთავაზობთ მასალას - გზა ახალციხიდან ევროპის ჩემპიონობამდე

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებს
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა
ბექა ბერძენიშვილი მეორე ევროპული თამაშების ჩემპიონია
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი საქართველოს 2018 წლის ფალავანი გახდა
'საკუთარი თავი თვითონ უნდა გამეტანა' - გზა ახალციხიდან ევროპის ჩემპიონობამდე [ვიდეო]
ბორჯომელმა მოჭიდავემ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა
ადიგენელი სპორტსმენი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა