FM97.5 / LIVE

აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინგის მშენებლობა დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.09.2019
აბასთუმანში, ღია ავტოსადგომის მშენებლობა დაიწყო. 1 000 ავტომობილზე გათვლილ პარკინგს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპი“ ააშენებს.

აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინგის მშენებლობა დაიწყო

სოფელ აბასთუმანში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ავტოპარკინგი უნდა მოეწყოს, მიწის მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანია, „ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპთან“ ხელშეკრულება 25 ივლისს გააფორმა, რომელიც ექვსი თვის ვადაში სამუშაოებს, 8 989 898 ლარად შეასრულებს.

ამ თანხის ფარგლებში, აბასთუმნის შესასვლელში, 1000 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა: ავტოსადგომი მოემსახურება 200 ელექტრომობილს, მათ შორის 100 ადგილი გადაიხურება; 10 ზოლი გამოიყოფა ავტობუსებისთვის; მოეწყობა გზები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აშენდება დამხმარე ნაგებობები; პარკინგი დაუკავშირდება ცენტრალურ გზას.

მუნიციპალური განვითარების ფონდს ტენდერის გამოცხადება ორჯერ მოუწია. მაშინაც შესყიდვაში მონაწილეობდა და ყველაზე დაბალი ფასიც წარადგინა - „ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპმა", თუმცა, კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრიდან, ტენდერის გამოცხადებას წინ ბიძინა ივანიშვილის განცხადება უძღოდა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში თქვა, რომ აბასთუმნის ელექტრომობილების ქალაქად გადაქცევას გეგმავდა. აბასთუმანში ამ დროიდან დაწყებული პროექტების უმრავლესობა სწორედ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ უკავშირდება.

აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინგის მშენებლობა დაიწყო

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

გამოვლინდა კომპანია, რომელიც აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინგს გააკეთებს
ელექტრომობილების პარკინგი აბასთუმანში - ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
აბასთუმანში პარკინგის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო
‘ჰაერისთვის არაფერი დაგვიწესონ, ამას ვინ ჩივის’, – აბასთუმანში პარკინგისთვის  ნაკვეთები იყიდეს
აბასთუმანში პარკები და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა
აბასთუმანში 9.3 მლნ-ად აშენებულ ავტოსადგომს 200 ელექტრომობილის დამტენი ექნება
გამოკითხვა: რას ფიქრობთ აბასთუმანში ელექტრომობილების შემოყვანაზე? [Video]