FM97.5 / LIVE

5 დასახელების კოსმეტიკურ საშუალებაში აკრძალული ნივთიერებები აღმოჩნდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.09.2019
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმების შედეგად, მომხმარებელი.გე-ს ინფორმაციით, ხუთ ნიმუშში პარაბენების ის სახეობები აღმოჩნდა, რომელთა გამოყენებაც ევროკავშირში აკრძალულია.

5 დასახელების კოსმეტიკურ საშუალებაში აკრძალული ნივთიერებები აღმოჩნდა

მომხმარებელი.გე იმ კოსმეტიკური საშუალებების ნუსხას აქვეყნებს, რომელიც ლაბორატორიულად შემოწმდა. მათი ინფორმაციით, 35 დასახელების ნიმუშები თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში შეიძინეს. ისინი საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) გააგზავნეს, საფრთხის შემცველი ნივთიერების - პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად.

ხუთ ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში.
ესენია:

1. ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „Garnier“ (პარტიის N. 28R700/ვარგისიანობის ვადა: 07/21 ) მწარმოებელი - L'Oreal Co; აღმოჩნდა აკრძალული პარაბენები;


2. ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი "Amalfy" (პარტიის N. 10:70/გამოშვების თარიღი: 08.03.19) მწარმოებელი - Quimi Romar S.L.U; აღმოჩნდა აკრძალული პარაბენები.

3. თმის საღებავი "CLAIROL" (პარტიის N. 0267030300) მწარმოებელი - Distr. By/par Procter&Gamble, Cincinati; აღმოჩნდა აკრძალული პარაბენები;

4. თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline (შტრიხკოდის N. 5902082520757) მწარმებელი - Bell Cosmetics ; აღმოჩნდა აკრძალული პარაბენები;


5. ფრჩხილის ლაქი "Olivia" (გამოშვების თარიღი: 14.05.2019); მწარმოებელი - Orkide Cosmetics; აღმოჩნდა აკრძალული პარაბენები;

პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება, როგორც კონსერვანტები, პროდუქტის გაფუჭებისაგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად.

დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე - მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.

პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების გამოყენება ევროკავშირში ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშაა. ზოგიერთი პარაბენის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთისა კი დაშვებულია გარკვეული დოზით, რიგ პროდუქციაში.

„ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის“, - ნათქვამია მომხმარებელი.გე-ს განცხადებაში.

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

5 დასახელების კოსმეტიკურ საშუალებაში აკრძალული ნივთიერებები აღმოჩნდა

5 დასახელების კოსმეტიკურ საშუალებაში აკრძალული ნივთიერებები აღმოჩნდა

[sknews.ge]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

40 კოსმეტიკურ საშუალებაში საფრთხისშემცველი ნივთიერება აღმოჩნდა
აკრძალული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი ვალის საბაჟოზე
მომხმარებელი.ge: 'სურსათის რამდენიმე პროდუქტი არასაკვებ საღებავებს შეიცავს'
ვალის საბაჟოზე აკრძალული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ქვირითობის პერიოდში აკრძალული საშუალებებით თევზჭერა სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს
ახალციხის მაღაზიებში საკვებად უვარგისი ხაჭო იყიდება
ბოლაჯურის სასმელ წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა