FM97.5 / LIVE

'ციკლოპური' ციხეების არქეოლოგიური კვლევისთვის ტენდერში გამარჯვებული ცნობილია

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.09.2019
აბულის, შაორისა და ავრანლოს მეგალითური კომპლექსების ტოპოარქეოლოგიური კვლევისთვის, სამუშაოების შემსრულებელი შერჩეულია. კვლევის ღირებულება 38 134 ლარია.

'ციკლოპური' ციხეების არქეოლოგიური კვლევისთვის ტენდერში გამარჯვებული ცნობილიაფოტო: © გოდერძი ნარიმანიშვილი

მეგალითური კომპლექსების ტოპოარქეოლოგიური კვლევისთვის გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული „სიძველეთა დაცვისა და შესწავლის ცენტრი - თრიალეთია“. ცენტრმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, 38 134 ლარად გაიმარჯვა.

ცენტრთან ხელშეკრულება ორ სექტემბერს გაფორმდა. სამუშაოები სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„სამხრეთ საქართველოს გამორჩეული მეგალითური კომპლექსების (აბული, შაორი, ავრანლო და სამება) ტოპოარქეოლოგიური კვლევა გადაუდებელი და საშური საქმეა“, - განმარტებულია სატენდერო დოკუმენტებში.

აქვე ნათქვამია, რომ „საქართველოს ისტორიული მხარეებიდან ყველაზე უკეთაა შესწავლილი თრიალეთის და ჯავახეთის „ციკლოპური“ სიმაგრეები და ნამოსახლარები. არქეოლოგიური გათხრებიც პრაქტიკულად ამ რეგიონშია მხოლოდ ჩატარებული. მიუხედვად იმისა, რომ რეგიონის ბევრი მეგალითური ძეგლი აღიწერა და სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოებიც ჩატარდა, ამ კვლევებს მაინც არასისტემური ხასიათი და ჰქონდა, რაც ართულებს ამ ტიპის ძეგლების სრულყოფილ კვლევას“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბულისა და შაორის ციკლოპურ ნაგებობებს არქეოლოგები შეისწავლიან
აბულის ციხეს იუნესკოს წინასწარულ ნუსხაში შესატანად წარადგენენ
ფარავნის ტბასთან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს
ჯავახეთში ციკლოპური ნაგებობების კვლევისას სამარხი აღმოაჩინეს
ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა
აღმოჩენა აწყურში