FM97.5 / LIVE

ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 09.09.2019
აქ გაზი არ აქვთ და დასახლების შიდა გზებიც სავალალო მდგომარეობაშია. სოფლის ორღობეებში მოსმენილი ივლიტას ამბები.

ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

ახალციხის სოფელი ივლიტა მუნიციპალური ცენტრიდან ორი კილომეტრით არის დაშორებული.

რატომ ჰქვია ივლიტა

სოფელში ზოგი ჰყვება, რომ დასახლებას ივლიტა ჰქვია, რადგან აქ ივლიტას სახელობის ეკლესია იდგა.

ზოგი ამბობს, რომ უძველეს დროს სოფელში მდგარ ეკლესიაში ცეცხლი გაჩნდა და ხატს, რომელიც იქ კედელზე ეკიდა, ვეღარ მიაკვლიეს. მერე, როცა ეკლესია აღადგინეს და კარი გააღეს, ხატი იქ დახვდათ, თავის ადგილზე. აქ საიდან გაჩნდაო, როცა იკითხეს ასეთი პასუხი მიიღეს – ივლიდა, ივლიდა და მოვიდოდაო, სხვაგან სად წავიდოდაო. ანუ თავის ეკლესიისკენ მოილტვოდა და სოფელსაც ამიტომაც დაერქვა ივლიტაო.

ზოგმა თქვა, სოფელს სულ ადრე ორსულა ერქვაო. იმ დროს, აქ სამასი კომლი ცხოვრობდა. მერე ავადმყოფობა გაჩენილა და სოფელი გაწყვეტილაო.

როგორც, ადგილობრივებმა მითხრეს, სოფელი ივლიტა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდიდან, ბოლაჯურიდან და ასპინძის, სოფელ ხიზაბავრიდან ჩამოსახლებულებით შეივსო და გაშენდა.

ახლა დაახლოებით 55 ოჯახი ცხოვრობს.

ივლიტელების პრობლემები

სოფელს არ აქვს ბუნებრივი აირი.

„გაზს ვყიდულობთ. „ბალონს“ ვტენით ხან 20 ან 30 ლარის გვინდა თვეში. დაზამთრდება და 1000 ან 1200 ლარი მაინც გვინდა შეშისთვის. ყველაფერს ვიკლებთ და შეშას ვყიდულობთ, აუცილებელია! აბა, სხვას რას იზამ რომ არ იყიდო. გაზი ყველგან არის, აქ კი არა! არადა აქვე ვართ ქალაქთან “, – გვითხრა თამარ გიქოშვილმა.

გზის პრობლემაზე საუბრობს ივლიტას მკვიდრი აზა ბაღდოშვილი.

„გზა არ გაქვს და კვალი. გზა არც ადრე იყო, მაგრამ გვინდა რომ თანდათან გამოკეთდეს და უკეთესი გახდეს ყველაფერი“, – ამბობს აზა ბაღდოშვილი, რომელიც 50 წელია სოფელ ივლიტაში ცხოვრობს – „პენსიაა ჩემი შემოსავალი, ამით ვცხოვრობ“, – გვითხრა მან.

ლილი აფრიამაშვილის ნომერ პირველი პრობლემა ბუნებრივი გაზია.

„ახალციხეს ვართ მიკრული თითქმის, იქ გაზია და ჩვენთან არა“, – ამბობს ის.

ჩვენი მისვლისას ლილი აფრიამაშვილი სახლის წინ ცეცხლზე საზამთროდ შესანახ პომიდორის ამზადებდა.

ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

ივლიტაში არ არის სკოლა, არც საბავშვო ბაღი.

„აქ ბავშვები სკოლაში არც ივლიდნენ იმიტომ, რომ ზოგი მათგანი ცეკვაზე დადის, მუსიკაზე, სამხატვრო სკოლაში და მაინც მოუწევდათ ახალციხეში სიარული. სკოლა რომ არ გვაქვს, ეს პრობლემას არ ქმნის“, – მითხრეს სოფელში.

მარტოხელა დედა ივლიტიდან

თინათინ გიქოშვილი 38 წლისაა, სოფელ ივლიტაში ცხოვრობს და ოთხ შვილს ზრდის. მას შვიდი წელია რაც მეუღლე გარდაეცვალა. თინათინი არ მუშაობს, ოჯახის შემოსავალი ბავშვების ობლობის პენსიაა – თითო ბავშვზე ასი ლარი.

უფროსი წელს სრულწლოვანი გახდა, ამიტომ ხუთსულიან ოჯახს თვეში უკვე სამასი ლარით უწევთ თავის გატანა.

„ვუმკლავდები როგორღაც“, – გვითხრა მარტოხელა დედამ.

ივლიტას ბიბლიოთეკა

სოფლის ცენტრში, თეთრ პატარა ერთსართულიან შენობაში ბიბლიოთეკაა განთავსებული. ბიბლიოთეკარი ნანა ასპანიძე მკითხველის მოლოდინში „ნუ მოკლავ ჯაფარას“ კითხულობდა.

როგორც მან გვითხრა, ბიბლიოთეკაში 5 100 წიგნი ირიცხება. წიგნებს მკითხველი არ აკლია.

„ყველა ასაკის ხალხი მოდის. ჟურნალ–გაზეთებიც მიაქვთ, რომანებსაც კითხულობენ, მაგრამ უფრო დეტექტივები მოსწონთ: აგათა კრისტი, ართურ კონან დოილი, ჟორჟ სიმენონი... საბიბლიოთეკო ასოციაციამაც ჩამოიგვიტანა წიგნები. ახლა წიგნების სია გადავეცით. სიას მკითხველების მიხედვით ვადგენ, ხომ მოდიან და იტყვიან ეს წიგნი გვინდა და ჩვენ არ გვაქვს, ჰოდა, მაგის მიხედვით ვწერ“, – გვითხრა ნანა ასპანიძემ.

ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

[გულო კოხოძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

28 ივლისს კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღე აღინიშნება
ახალციხეში „ივლიტას ბიბლიოთეკისთვის“ წიგნებს აგროვებენ
რატომ ფუჭდება წიგნები ბოლაჯურის ბიბლიოთეკაში?
სოფელი წარსული დიდების  ჩრდილში
'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის
ცხოვრება ავარიულ სახლში
ღარიბი სოფელი ‘ოქროს ციხით’ [ფოტო/ვიდეო]