FM97.5 / LIVE

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირება მოხდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 08.09.2019
პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პოლიციამ კვიციანი პარლამენტის ტერიტორიიდან გაიყვანა

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირება მოხდა
დეპუტატი სამართალდამცავებმა ავტომანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან მისი გაყვანა ასე განახორციელეს.

ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.

„მოხდა ინციდენტი, გავერკვევით და მივცემთ სამართლებრივ შეფასებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვაჟა სირაძემ.

დაპირისპირება დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს შორის პარლამენტის შენობის წინ მას შემდეგ მოხდა, რაც კვიციანი აქციის მონაწილეებთან მივიდა. მომიტინგეებმა მას „რუსეთის მონა“ და მოღალატე ეძახეს. მათ შორის იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

აქცია "სირცხვილია" პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს განასახიერებენ.

პარლამენტის შენობაში, დეპუტატები მინისტრთა ახალი კაბინეთისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

[sknews.ge]


28.02.2020 სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირების თარიღი ცნობილია

25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.02.2020 კორონავირუსით ინფიცირებული პირი 'საქართველოს ბანკის' თანამშრომელია

28.02.2020 ირანთან და იტალიასთან საქართველომ სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა

28.02.2020 კორონავირუსი ჩინეთის გარდა 46 ქვეყანაში დაფიქსირდა

28.02.2020 სოფელ ჩუნჩხაში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შსს:კვიციანის ინციდენტს სამართლებრივი შეფასება მიეცემა
შსს–მ აქციის მონაწილეებისა და კვიციანის დაპირისპირებაზე ძიება დაიწყო
პარლამენტთან აქციის მონაწილეებს და პოლიციას შორის სიტუაცია დაიძაბა
შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა
დაპირისპირება პარლამენტთან – ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა
პარლამენტის შენობის შესასვლელებთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან აქციის დაშლის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა