FM97.5 / LIVE

„ევროპული საქართველო“ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების საკითხის განხილვას არ დაესწრება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 07.09.2019
ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაში, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი გადის, მონაწილეობას არ მიიღებს.

„ევროპული საქართველო“ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების საკითხის განხილვას არ დაესწრება
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, გუშინ „ევროპულმა საქართველომ“ საზოგადოებას გიორგი გახარიას რეალური სახე აჩვენა.

„ხვალ სხდომაზე არ ვიქნებით და მიზეზსაც გეტყვით. გუშინ „ევროპულმა“ საქართველომ ნათლად აჩვენა მთელ საზოგადოებას ის, რომ გახარია არის უტიფარი და თავხედი მატუარა, რომელსაც არც ქვეყნის მართვის უნარი აქვს და შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით თვალები დათხაროს და დაადასტურა კიდეც, რომ დასჭირდეს, მომავალშიც ჩაიდენს ამას. „ევროპულმა საქართველომ“ მკაფიოდ და ნათლად აჩვენა მისი ნამდვილი სახე და ის, რომ არანაირი სახელმწიფოებრივი ხერხემალი არ არის, ის ერთი გაფუყული მატყუარაა“, -განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, პლენარულ სხდომაზე, სადაც „ქართული ოცნება“ აპირებს მორიგი მასკარადი და თეატრალიზებული წარმოდგენა დადგას, დასწრების აზრს ვერ ხედავს.

„ევროპული საქართველოს“ შეფასება საქართველომ იცის და ჩვენი მეშვეობით საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა გახარიას ნამდვილი სახე. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მასკარადი, რაც პლენარულ სხდომაზე უნდა იყოს, არც საზოგადოებისათვის და არც „ევროპული საქართველოსთვის“ საინტერესო არ არის"- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

[sknews.g]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

12.11.2019 ადიგენში რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა გზების მოასფალტებას მოხმარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ევროპულმა საქართველომ' პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა
‘ევროპულმა საქართველომ’ დამფუძნებელი ყრილობა გამართა
'ევროპულმა საქართველომ' ახალციხის საკრებულოში ფრაქცია  დაარეგისტრირა
'ევროპულმა საქართველომ' პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა არიჩია
„ევროპულმა საქართველომ“ ბორჯომში მერობის კანდიდატი წარადგინა
„ევროპულმა საქართველომ“ ახალციხის მერობის კანდიდატი წარადგინა
ახალციხის საკრებულოში ფრაქციების შესაქმნელად ჯერ ორი განაცხადი შევიდა