FM97.5 / LIVE

გიორგი გახარია: 20 ივნისის ღამეს 30–ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული

მთავარისიახლე, პოლიტიკა 07.09.2019
ყოფილი შს–ს მინისტრისა და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას თქმით, 20 ივნისს ვიდრე პოლიცია სპეცაღჭურვილობას გამოიყენებდა, მათ თავდამსხმელებმა 300-ზე მეტი ფარი გასტაცეს, 30-ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული, რომელთა მდგომარეობა ბოლომდე არ იყო ცნობილი.

გიორგი გახარია: 20 ივნისის ღამეს 30–ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ 20-21 ივნისის მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ, პარლამენტში განაცხადა, სადაც უმრავლესობის წევრები ფრაქციების ფორმატში კითხვებს უსვამენ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, 20 ივნისის აქცია იყო მშვიდობიანი, თუმცა რაღაც მომენტში ძალადობრივი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას ამ დროს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება ჰქონდა, ის მოთმინების რეჟიმში იყო.

„დავიწყებ ჩემი პოლიტიკური შეფასებით - ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმით აღება. სხვა საკითხია გამომწვევი მიზეზები და სხვა საკითხია რა შედეგებით დასრულდება გამოძიება. აქ დრო ალბათ კიდევ საჭიროა, თუმცა ფაქტები არის შემდეგი, რომ ჩვენ გვქონდა მშვიდობიანი აქცია, რომელიც რაღაც მომენტში გახდა ძალადობრივი. ამ აქციამ ძალადობრივი ფორმა მიიღო დახლოებით 10 საათისთვის, როდესაც პოლიციას ჰქონდა აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება ძალის გამოყენების. მიუხედავად ამისა, პოლიცია დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში, იყო მოთმინების რეჟიმში, რადგან მათ ჰქონდათ კონკრეტული დავალებები, თავიდან აეცილებინათ ფიზიკური დაპირისპირება და მაქსიმალურად ყოფილიყვნენ თავდაცვის რეჟიმში. სწორედ ამიტომ არ ყოფილა ისეთი ფაქტი და ვერც ერთ კაცს ვერ მაჩვენებთ, რომ პოლიციას ერთი ნაბიჯით მაინც დაეტოვებინათ პარლამენტის შენობა.

რაღაც მომენტში, მასირებული, ორგანიზებული ჯგუფების მიერ, რამდენიმე მხრიდან შტურმი, შეტევა ხდებოდა პოლიციაზე თანმიმდევრულად და შესაბამისად, რაღაც მომენტში პოლიცია გახდა იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. აქვე აღვნიშნავ, რომ პოლიციას უბრალოდ ბუნებაში, აღჭურვილობაშიც კი არ ჰქონდა რაიმე სპეცსაშუალება, რომელსაც არ ითვალისწინებს კანონი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სანამ პოლიცია გამოიყენებდა სპეცაღჭურვილობას, ამ ორასაათნახევრის განმავლობაში, პოლიციელებს თავდამსხმელებმა გასტაცეს 300 -ზე მეტი ფარი. ყველას კარგად გესმით, რომ ფარი არის ერთადერთი საშუალება და მათ სხვა აღჭურვილობა არ ჰქონდათ თავდაცვის საშუალების. 30-ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული მათი რიგებიდან და მათი მდგომარეობა საბოლოოდ ბოლომდე არ იყო ცნობილი“, - განაცხადა გახარიამ.

[sknews.ge]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.01.2020 ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გახარია: 'ვთვლი, რომ პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ძალა' [ვიდეო]
შსს: სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე
საპატრულო პოლიციას 100 ჰიბრიდული და ელექტროავტომობილი გადაეცა
გიორგი გახარია: უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის
'პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ ვერ დააყენებს' — გახარია
გიორგი გახარია 'ნაციონალებს' - მე არსად წასვლას არ ვაპირებ, თქვენ დაგასრულებთ
პროკურატურა: 20-21 ივნისის ღამეს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა იგეგმებოდა