FM97.5 / LIVE

მეხანძრე-მაშველებმა წვრთნის ინტენსიური კურსი გაიარეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.09.2019
ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ წვრთნის ინტენსიური კურსი გაიარეს. კურსები, შერჩეულ მაშველთა 20 კაციან ჯგუფს ჩაუტარეს.

მეხანძრე-მაშველებმა წვრთნის ინტენსიური კურსი გაიარეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) წარმომადგენლებმა სპეციალური სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ INSARAG-ისთვის შერჩეულ მაშველთა 20 კაციან ჯგუფს ჩაუტარეს.

წვრთნა მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამინების ძიება-გადარჩენის ოპერაციებს და შემთხვევის ადგილზე მართვის ცენტრის მოწყობას მოიცავდა.

გერმანელმა მენტორებმა შეაფასეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობები და კლასიფიკაციის მიღებისთვის მოსამზადებელ პროცესში სამსახურის სამომავლო სამოქმედო გეგმა განსაზღვრეს.

საერთაშორისო თანამშრომლობა მომვალშიც გაგრძელდება, ორი წლის განმავლობაში ქართველი მაშველები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სასწავლო კურსებში. ასევე, პერიოდულად საქართველოში ჩამოვლენ გერმანული მხარის წარმომადგენლები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ მზადების პროცესს.

საერთაშორისო საძიებო სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის შემფასებელი მისია საქართველოს 2021 წლის ივნისში ეწვევა და 36 საათიანი სწავლების შედეგად გადაწყდება, მიიღებს თუ არა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური INSARAG-ის კლასიფიკაციას, რაც საქართველოს მისცემს საერთაშორისო სამაშველო მისიებში მონაწილეობის უფლებას. საქართველო გახდება რეგიონში პირველი და მსოფლიოში მესამე INSARAG-ის მსუბუქი ჯგუფის კლასიფიკაციის მქონე ქვეყანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიზანია გაეროს საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის INSARAG -ის კვალიფიკაციის მიღება. კვალიფიკაცია საქართველოს საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო მისიებში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური განაცხადი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაეროს ჟენევის ოფისში 2018 წლის ოქტომბერში გაიგზავნა.

მეხანძრე-მაშველებმა წვრთნის ინტენსიური კურსი გაიარეს

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში ახალი სასაწყობე შენობა გახსნა
ბაკურიანში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შენობა გახსნეს
მეხანძრე მაშველები გადამზადებას გადიან
მაშველებმა სოფელ ქვაბისხევში ექსკურსიის დროს დაკარგული 5 მოსწავლე და 1 მშობელი იპოვეს
სოფელ პამაჯში სამი სახლი იწვის
ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დაკარგულ ექსპერტს ამ დრომდე ეძებენ
ახალციხეში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განახლებული შენობა გაიხსნა [photo]