FM97.5 / LIVE

სოფელ ბავრაში ახლადდაგებული ასფალტი დასკდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.09.2019
ახალქალაქში, სოფელ ბავრაში რამდენიმე საათის წინ დაგებულ მონაკვეთზე ასფალტი დასკდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაოები ხარისხიანად არ შესრულდა. აქ გზას შპს „არალი“ აგებს.

სოფელ ბავრაში ახლადდაგებული ასფალტი დასკდა

სოფელი ბავრა–კარტიკამი–აბულამდე მისასვლელ გზას შპს „არალი“ 1 048 150 ლარად აკეთებს. კომპანია ასფალტის მეორე ფენას აგებს, თუმცა სოფელ ბავრასთან გზა რამდენიმე ადგილზე უკვე დაზიანდა.

საინფორმაციო სააგენტო Jnews.ge–სთან ბავრასა და კარტიკამის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გზა უხარისხოდ დააგეს, ამიტომ იგი სამ ადილზე დასკდა: „უხარისხო ასფალტი დააგეს, ამას გარდა, აქ სატვირთო მანქანებს ქვიშა მიაქვთ და მით უმეტეს, გაფუჭდებოდა გზა“.

შპს „არალის“ დირექტორი დემეტრე თათეშვილი ამბობს, რომ პრობლემა უკვე შეისწავლეს და დაზიანებულ ადგილებზე ახალი ასფალტი გადააგეს: „გზის მხოლოდ მეორე ფენა დაზიანდა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე საათის დაგებული იყო და ზედ მძიმე ტექნიკამ გაიარა.
დაზიანება დაახლოებით 20 კვ. მეტრზე იყო, ეს ნაწილი სულ ბოლოს დავაგეთ. ახლადდაგებულ ასფალტს დრო სჭირდება რათა პირველი და მეორე ფენა შევიდეს ერთმანეთთან წებოვნობაში, რეაქციაში“,– ამბობს დემეტრე თათეშვილი.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ ბავრასთან დამსკდარი ასფალტი კომპანიამ აღადგინა
კარტიკამში ახლად დაგებულ გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობა გააპროტესტეს
‘თხელი კი არა, ზომაზე სქელია ასფალტი’ – კომპანია ახალქალაქის სოფლებში დაგებულ გზაზე
ათონელის ქუჩაზე ერთი თვის დაგებული ასფალტი აყარეს
ივლიტაში ერთი წლის დაგებული ასფალტი დაზიანდა
ჭვინთა-ელიაწმინდის ახლადმოასფალტებული გზა უკვე დაზიანდა
‘ერთი კვირის წინ დაგებული ასფალტი იყრება’ – შესაძლოა მერიამ  გზა არ ჩაიბაროს