FM97.5 / LIVE

ახალციხელი ახალგაზრდები ერთმანეთს ორატორობაში შეეჯიბრნენ

მთავარისაზოგადოება 30.09.2013
დღეს, 30 სექტემბერს ახალციხის სკოლის მოსწავლეებს შორის ორატორობაში შეჯიბრი გაიმართა. კონკურსში გამარჯვებულებმა საჩუქრად წიგნები მიიღეს.

ახალციხელი ახალგაზრდები ერთმანეთს ორატორობაში შეეჯიბრნენ
კონკურსი „ორატორი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ორგანიზებით, პროექტ „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

კონკურსში მონაწილეობა ახალციხის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. 9 ახალგაზრდამ სხვადასხვა თემაზე მომზადებული თემა წარმოადგინა, რომელიც აუდიტორიამ და ჟიურიმ შეაფასა.

ჟიურის წევრები ადგილობრივი ტელეკომპანია „მე-9 არხის“ გენერალური დირექტორი მაია იველაშვილი, რეგიონული გაზეთის „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტი თამარ თოთაძე და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლის პედაგოგი რუსუდან ზაზაძე იყვნენ.

„მოსწავლეებმა სხვადასხვა თემების პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს. საკმაოდ აქტუალური თემები იყო შერჩეული და ყველა ძალიან მოგვეწონა. ბავშვები ჩამოყალიბებულები იყვნენ და იცოდნენ რა უნდა ეთქვათ“, - ამბობს რუსუდან ზაზაძე და ამატებს, რომ ჟიურის წევრებს არჩევანის გაკეთება გაუჭირდათ, რადგან მოსწავლეები კარგად იყვნენ მომზადებული და აქტუალური თემები ჰქონდათ შერჩეული.

ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილის მფლობელი ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლე ავთანდილ ლომიძე გახდა. კონკურსზე მან თავისუფალი თემა „საქართველოს უმწეო შვილები“ წარმოადგინა, სადაც საუბარი ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებზე იყო. მეორე ადგილზე პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსი იოვანიძე გავიდა, რომელმაც ისაუბრა თუ რატომ უნდა აიკრძალოს აფთიაქებში მოზარდებზე მედიკამენტების გაცემა და რა სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამან. მესამე ადგილი კი მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ გორელიშვილმა დაიკავა, რომელსაც მომზადებული ჰქონდა თავისუფალი თემა „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“.

„ჩემზე დიდი გავლენა იქონია ერთ-ერთ ბავშვთა სახლში სტუმრობამ და შევეცადე, რომ მათი პრობლემები გამომეხატა. მინდა, რომ პატარა წვლილი შევიტანო მათ ბედნიერებაში და როგორმე დავეხმარო ამ ადამიანებს“, - ამბობს ავთანდილ ლომიძე.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა „დემოკრატ მესხთა კავშირისგან“ საჩუქრად წიგნები მიიღეს. ფასიანი საჩუქრები გადაეცათ სხვა მოსწავლეებსაც.

[sknews.ge]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

უფროსკლასელები ერთმანეთს მხარის ისტორიის ცოდნაში შეეჯიბრნენ
კონკურსში 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
ახალციხელი უფროსკლასელები მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ
ახალციხეში "ევროპის კვირეულის" ფარგლებში ღონისძიებები  გაიმართა
კონკურსში ‘ჩემი მასწავლებელი’, ორგანიზატორის რჩეული ბორჯომელი მოსწავლე გახდა
ახალციხეში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
მათემატიკის ოლიმპიადაში რეგიონში პირველ ადგილზე უდის სკოლა გავიდა