FM97.5 / LIVE

არალში შუალედური არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება

მთავარისიახლე, არჩევნები 06.09.2019
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოების შუალედური არჩევნები დანიშნა. 27 ოქტომბერს, მაჟორიტარული სისტემით, ადიგენის, ლაგოდეხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების არჩევნები გაიმართება.

არალში შუალედური არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება

შუალედური არჩევნები ადიგენის მუნიციპალიტეტის არლის თემში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში ჩატარდება.

შესაბამისი განკარგულება კომისიის წევრებმა დღეს, ექვს სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღეს.

არჩევნები ჩატარდება შვიდ საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 776 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საკრებულოების შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიები გაუწევენ. დღეს გამართულ სხდომაზე ცესკომ ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ცესკოს მიერ ასევე განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები.

სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. ცესკომ დღესვე დაადგინა საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა (მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ 50 ამომრჩევლის ხელმოწერით). სხდომაზე ასევე განისაზღვრა სახელმწიფოს მიერ შუალედური არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესიც.

[sknews.ge]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ცესკომ საარჩევნო ღონისძიებების განრიგი  დაამტკიცა
ცესკომ საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
ცესკომ შუალედური არჩევნები დანიშნა
საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს
ხვალ, 19 მაისს საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება
19 მაისის არჩევნებისთვის ბიულეტენების ტექსტები დამტკიცდა
არლის მაჟორიტარობისთვის ჯერ არცერთი კანდიდატია რეგისტრირებული