FM97.5 / LIVE

'ოპტიმიზაცია მარტო ჩემთვის იყო?!' - ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი

მთავარისიახლე, სამართალი 06.09.2019
დღეს, ექვს სექტემბერს რაიონულ სასამართლოში, ახალციხის ციხიდან, ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლის, მაია მამულაშვილის საქმე განიხილეს. ყოფილი საქმეთა მმართველი მიიჩნევს, რომ მიზანმიმართულად გაათავისუფლეს.

'ოპტიმიზაცია მარტო ჩემთვის იყო?!' - ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი

მაია მამულაშვილი ახალციხის ციხის საქმეთა მმართველის პოზიციაზე მუშაობდა, თუმცა ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის შემდეგ, მისი შტატი გააუქმეს და მისი უფლება-მოსილება იურისტს დააკისრეს.

მამულაშვილმა და მისმა ადვოკატმა ეკა აბაშიძემ, დღევანდელ პროცესზე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ეს გათავისუფლება მიზანმიმართული იყო.

„გაგვიშვით ამდენი თანამშრომელი, თუმცა შემდეგ სხვებს დაბრუნება შესთავაზეთ და ხელშეკრულებით აიყვანეთ. მე კი არაფერი არ შემომთავაზეთ. ანუ ეს ოპტიმიზაცია მხოლოდ იმიტომ გააკეთეთ, რომ მე გაგეთავისუფლებინეთ?“,– ჰკითხა მამულაშვილმა ციხის დირექტორს, დავით ტაბატაძე.

ტაბატაძემ სასამართლო პროცესზე რეორგანიზაციის საჭიროების შესახებ რამდენჯერმე ისაუბრა. მისი თქმით, გაერთიანდა ის სამსახურები, რომლებიც ახლა უფრო ეფექტურად მუშაობენ.

„ექვსი სამსახურიდან, ფაქტობრივად, სამი შევქმენით. იმას ნამდვილად არ ვიტყვი, რომ მაია ცუდად მუშაობდა, ან ვერ ასრულებდა საქმეს, თუმცა ის არ იყო ამ ორ სამსახურში. იურისტისა და საქმეთა მმართველის სამსახურებს ნაკლები დატვირთვა ჰქონდათ. ვიფიქრე, რომ მათი შეერთება კარი იქნებოდა და ერთი უფროსი საკმარისი აღმოჩნდებოდა“,– განმარტა ტაბატაძემ.

მისივე თქმით, მამულაშვილს იურიდიული განათლება არ ჰქონდა და ამიტომ ვერ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც ამ ორი გაერთიანებული სამსახურის ხელმძღვანელობისთვის იყო საჭირო.

სასამართლო პროცესზე, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა რამდენჯერმე ჰკითხა დავით ტაბატაძეს, რატომ არ გამოძებნა რაიმე სამსახური მამულაშვილისთვის, თუკი ყველა გაშვებულ თანამშრომელს სამუშაო ისევ შესთავაზეს.

„იურისტს სხვა საქმე აქვს და საქმეთა მმართველი კიდევ სულ სხვაა. მთელს სამსახურში სხვას ვერაფერს გააკეთებინებდით? როცა მეუბნებით, რომ ერთი სამსახური მეორეს შეუერთეთ და იმ სამსახურების ახალ უფროსს ხელფასი გაუზარდეთ, ხომ არაა გამოწვეული ეს იმით, რომ გინდოდათ ახალი უფროსი, ჯუნა დარჩენილიყო სამსახურში და მას კარგი ხელფასი ჰქონოდა ?“, – იკითხა მოსამართლემ.

რაზეც ციხის დირექტორმა უპასუხა, რომ მამულაშვილთან რაიმე პირადი პრობლემა არ ჰქონია და ყოფილი საქმეთა მმართველი, სამსახურების გაერთიანების შემდეგ საჭირო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ტაბატაძემ აქვე დაამატა, რომ ოპტიმიზაციის შემდეგ, ციხემ დაახლოებით 50 000 ლარის ოდენობით თანხა დაზოგა.

ახალციხის ციხეზე რეორგანიზაცია 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და ხუთ აპრილს დასრულდა. ააიპ–ში ჯამში ხუთი სამსახური დარჩა, სადაც 74 თანამშრომელია დასაქმებული. ესენია: ადმინისტრაციის სამსახური, ტურიზმისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური,მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, საფინანსო სამსახური და უსაფრთხოების სამსახური.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხიდან ექვსი თანამშრომელი გაათავისუფლეს
ახალციხის ციხის ყოფილი საქმეთა მმართველი დირექტორს სასამართლოში უჩივის
ახალციხის ციხე ყოფილი თანამშრომლის საქმეზე, გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს
‘ახალციხის ციხის’ ადმინისტრაციას გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო მოუგო
'შევეკამათე და ამიტომ გამათავისუფლეს', – ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომელი
ახალციხის ციხე ოთხმა თანამშრომელმა დატოვა
სააპელაციო სასამართლომ ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომლის საქმე წარმოებაში მიიღო