FM97.5 / LIVE

გიორგი გახარია 'ნაციონალებს' - მე არსად წასვლას არ ვაპირებ, თქვენ დაგასრულებთ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 06.09.2019
დღეს, ექვს სექტემბერს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობასთან შეხვედრისას დეპუტატების მისამართით განაცხადა, რომ ისინი ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია არიან და 2020 წელს დარჩებიან ქუჩაში.

გიორგი გახარია 'ნაციონალებს' - მე არსად წასვლას არ ვაპირებ, თქვენ დაგასრულებთ

„მინდა გითხრათ, რომ არსად წასვლას მე არ ვაპირებ - მე თქვენ დაგასრულებთ, თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი დაგასრულებთ, - ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფრაქციის სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას და მის მიერ წარმოდგენილ მთავრობას უსმენდნენ, შეწყვიტა.

სხდომის წამყვანმა რომან გოცირიძემ კი განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი არღვევს რეგლამენტს და შენობაში არ უშვებს იმ ადამიანებს, ვისაც შემოსვლისთვის აუცილებელი საშვი აქვს.

მანამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას და მის მიერ წარმოდგენილ მთავრობას „ნაციონალურმა მოძრაობამ" 20 ივნისის აქციის დაშლის შესახებ გადაღებული ვიდეო „გამოდი გარეთ!“ უჩვენა.

„ის, რაც ახლა აქ ხდება, არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე - ტყუილი, სიცრუე, ადამიანებზე მოდელირებული რეალობით ზემოქმედება. ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ ცხრა წელი, არამედ ამას თქვენ დღესაც აკეთებთ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ეს ხალხი ყოველ დღე სიმართლის მეშვეობით ვამხილოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

[sknews.ge]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დასახელდა
გახარია, ღარიბაშვილი, გომელაური –'ქართული ოცნების' მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატები
პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ
გიორგი გახარია: 20 ივნისის ღამეს 30–ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად პრეზიდენტს გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა
მოვალეობის შესრულება მთავრობის იგივე შემადგენლობას დაეკისრა