FM97.5 / LIVE

ახალქალაქში არჩევნების მოახლოვება არ იგრძნობა

მთავარიპოლიტიკა 30.09.2013
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ახალქალაქში არჩევნების მოახლოვება არ იგრძნობა. პოლიტიკური პარტიების შტაბებში ირწმუნებიან, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ახალქალაქს აუცილებლად ესტუმრებიან.

ახალქალაქში არჩევნების მოახლოვება არ იგრძნობა
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ახალქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობამ პრეზიდენტობის კანდიდატთა ვინაობის შესახებ არაფერი იცის. წინასაარჩევნო აგიტაცია ახალქალაქში არ მიმდინარეობს. ქალაქში სულ რამდენიმე ოფისია „ქართული ოცნების“ ბლოკიდან და ისინიც რამდენიმე დღის წინ გაიხსნა.

„ჯავახეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭოს“ კოორდინატორის არტაკ გაბრიელიანის აზრით, ასეთი მდგომარეობა ამომრჩევლებზე იმოქმედებს: „საკვირველია, მაგრამ ასეა. ჩვენთან სულ რაღაც სამი შტაბია გახსნილი. აქაური ხმები არ აინტერესებთ, რადგან არჩევნების შედეგები ყოველთვის ცნობილი იყო ცენტრალური ხელისუფლებისთვის. ლოგიკას მივყავართ იქით, რომ ოპოზიციის კანდიდატი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ამ ჯერზეც ხმების 80% უნდა აიღოს. ამიტომ ხალხმა თავისი ნება მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს“.

საპრეზიდენტო არჩევნებში 23 კანდიდატი მონაწილეობს. აქედან 10 კანდიდატი პოლიტიკურმა პარტიებმა წარმოადგინეს, 13 კი დამოუკიდებელმა საინიციატივო ჯგუფებმა. ამ ეტაპზე ახალქალაქში შტაბი მხოლოდ სამ პარტიას აქვს: „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“, კოალიცია „ქართული ოცნებას“ და „დემოკრატული მოძრაობა - ერთიან საქართველოს“. თუმცა, მათ არც ადგილობრივებთან შეხვედრები დაუწყიათ და არც მათი კანდიდატების პლაკატები ჩანს სოფლებში.

პრეზიდენტობის 23 კანდიდატიდან ახალქალაქს მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ბაქრაძე ესტუმრა. 14 სექტემბერს იგი სოფელ ხანდოში ამომრჩევლებს შეხვდა.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მარგველაშვილი ახალქალაქს ოქტომბრის შუა რიცხვებში ესტუმრება, საბოლოო თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

„ახალქალაქში პრეზიდენტობის კანდიდატის ჩამოსვლის ორგანიზება მხოლოდ იმ მიზეზით შეყოვნდა, რომ ვიზიტში მონაწილეობის სურვილი ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა. ჩვენ გარკეულ სამუშაოებს ვატარებთ მუნიციპალიტეტში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თავისუფალი არჩევნები ტარდება, თავისუფლად ვლაპარაკობთ, არანაირ ზეწოლას ჩვენზე არ ახორციელებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ახალქალაქის რაიონში იგი უკვე 90%-ით პრეზიდენტია“, - ამბობს „ქართული ოცნების“ ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელი არტიუშ ამბარცუმიანი.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ შტაბშიც ირწმუნებიან, რომ მათი კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ახალქალაქს აუცილებლად ესტუმრება. ზუსტი თარიღი არც მათ იციან.

„იგი აუცილებლად ესტუმრება ახალქალაქს, ალბათ ოქტომბერში. ჩვენი კანდიდატი არა მხოლოდ კარგი პოლიტიკური მოღვაწე, კარგი ქალბატონი და ოჯახის დედაა. ჯერჯერობით აქტივისტებს ვარეგისტრირებთ და უბნებზე დამკვირვებლებს ვანაწილებთ“, - გვითხრა პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო შტაბის წევრმა არარატ ქამალიანმა.
ნინო ბურჯანაძის შანსებზე საუბარი არარატ ქამალიანს უჭირს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მათი კანდიდატი სხვებზე ნაკლებ ხმას არ მოაგროვებს.

არტაკ გაბრიელიანის აზრით, ახალქალაქში ხმები ერთმნიშვნელოვნად ამ სამ კანდიდატს შორის გადანაწილდება.

„ყოფილი მთავრობის ბერკეტები, რომელიც 9 წელი იყო ხელისუფლებაში, რაიონში არც ისე ცოტაა. ბუნებრივია, ახალ ხელისუფლებასაც აქვს თავისი ბერკეტები. ხალხისთვის ბურჯანაძეც გამორჩეული კანდიდატია. და თუ ამჯერად არჩევნები, როგორც გვპირდებიან, გამჭვირვალედ ჩაივლის და უბნებზე არც ერთი დარღვევა და გაყალბება არ მოხდება, ერთმნიშვნელოვანია, რომ ვერც ერთი კანდიდატი ხმების 70-80%-ს ვერ მოაგროვებს. სასურველია, რომ კანდიდატები აქ არა ნახევარი საათით, არამედ 4-5 დღით ჩამოდიოდნენ და სააგიტაციო სამუშაოებს ეწეოდნენ, ხვდებოდნენ უბრალო ხალხს და პრობლემების შესახებ მათგან გაიგონ“, - ამბობს არტაკ გაბრიელიანი.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.07.2020 უმუშევრად დარჩენილებისათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09.07.2020 ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

09.07.2020 ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება

09.07.2020 აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში არჩევნებზე ოთხი პარტია იბრძოლებს
ნინოწმინდა–ახალქალაქის ოლქში ,,ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინა
წინასაარჩევნო განწყობები ახალქალაქში
დავით უსუფაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება
სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარობისთვის სამი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს
გელა დემეტრაძე:'დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს'