FM97.5 / LIVE

ბაკურიანის ურბანული განახლების და სატრანსპორტო მობილობის სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.09.2019
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბაკურიანის ურბანული განახლებისა და სატრანსპორტო მობილობის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე ხელშეკრულება გააფორმა. პროექტირების დასრულება 2020 წლის მაისშია დაგეგმილი.

ბაკურიანის ურბანული განახლების და სატრანსპორტო მობილობის სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა დაიწყო
ფოტო: ვიკიპედია

ტენდერში გაიმარჯვა კომპანია JV of EGIS International (France, Leader), Egis Villes & Transports (France, Member) and Engineering Monitoring Group LLC (Georgia, Sub-Consultant).

პროექტის ფარგლებში შემუშავდება ბაკურიანის ურბანული განახლების და სატრანსპორტო გეგმები. საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში, შესასწავლი და შესამუშავებელი იქნება კომფორტული სატრანსპორტო მოძრაობის/მობილობის გეგმა კურორტის ყველა მიმართულებით. კერძოდ, გათვალისწინებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის, ცენტრალური სატრანსპორტო ჰაბის და ავტოსადგომების მოწყობის პროექტები. ხოლო, შემდგომ ეტაპზე, ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად, მომზადდება შიდა გზების, მთავარი ქუჩების და შენობების ფასადების რეაბილიტაციის (მათ შორის, აღმაშენებლის ქუჩის), მდინარის გასწვრივ საფეხმავლო და საველოსიპედე მარშრუტების, მიმდებარე ტერიტორიისა და სარეკრეაციო ზონების კეთილმოწყობის დეტალური პროექტები. შემუშავებულ პროექტებზე დაყრდნობით, განხორციელდება სამშენებლო სამუშაოები.

ბაკურიანის ურბანული განახლების და სატრანსპორტო მობილობის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და ტენდერში გამარჯვებული ერთობლივი საწარმოს, JV of EGIS International (France, Leader), Egis Villes & Transports (France, Member) and Engineering Monitoring Group LLC (Georgia, Sub-Consultant), წარმომადგენელმა არნო დე რუგიმ.

პროექტირების დასრულება 2020 წლის მაისშია დაგეგმილი. კონტრაქტი კონსულტანტს ასევე ავალდებულებს დეტალური დიზაინის დასრულების შემდგომ, 18 თვის განმავლობაში გაუწიოს ზედამხედველობა სამშენებლო სამუშაოებს.

ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

[sknews.ge]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

16.02.2020 სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს – ხვალ ახალციხეში აქცია გაიმართება

16.02.2020 ახალციხელი მუსიკის პედაგოგი სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა – ბაღის დირიჟორი [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტის შესახებ შეხვედრა გაიმართა [R]
ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა [ფოტო]
ბაკურიანში თოვლის გამწმენდ მანქანებს ყიდულობენ
ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
აბასთუმანში პარკები და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა
სამცხე-ჯავახეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი - საქართველოს დიალოგის სხდომა დაიგეგმა[R]