FM97.5 / LIVE

სოფელ რუსთავში მცხოვრებ 53 წლის ქალს ეტლი სჭირდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.09.2019
ასპინძაში, სოფელ რუსთავში მცხოვრებ ნაზო ლომიძეს გადასაადგილებლად ეტლი სჭირდება. ქალმა ინფარქტის გამო მარჯვენა კიდურებში მგრძნობელობა დაკარგა და საწოლსაა მიჯაჭვული.

სოფელ რუსთავში მცხოვრებ 53 წლის ქალს ეტლი სჭირდება

ნაზო ლომიძის მეუღლე, ომარ ლომიძე გვიყვება, რომ 53 წლის ქალმა, თვენახევრის წინ ინფარქტი მეორედ მიიღო. ნაზო ლომიძისთვის გარეთ გამოსვლა და ჰაერზე ყოფნა აუცილებელია, თუმცა იმის გამო, რომ ეტლი არ აქვს იძულებულია მთელი დღე საწოლში იწევს.

ოჯახს ეტლის საყიდლად თანხა არ აქვს, ამიტომ მეზობლისგან ითხოვეს თუმცა, იმდენად დაზიანებულია, რომ გადაადგილება შეუძლებელია.

„საბურავზე რეზინები სულ დახეთქილია და ფეხის დასადგმელებიც არ აქვს, ამაზე როგორ დავსვა, რომ გადმოვარდეს?! მერე ხომ უარეს მდგომარეობაში ჩავარდება“,– ამბობს ომარ ლომიძე.

ახლა ოჯახის შემოსავლის წყარო მხოლო შვილის ხელფასია, რომელც გზის მშენებლობაზე მუშაობს და თვეში 500 ლარამდე აქვს –„ეს თანხაც სულ წამლებში მიდის და ჭამა ხომ გვინდა“.

ომარ ლომიძე ამბობს, რომ ეტლის მოთხოვნით ასპინძის მერიასაც მიმართა, თუმცა თვითმმართველობაში განუცხადეს, რომ საკმარისი დოკუმენტები არ ჰქონდა და ეტლის მისაცემად ბაზაში ვერ ჩასვამდნენ.

„მერიაში მითხრეს, რომ ჯერ შშმ პირის სტატუსი უნდა მინიჭებოდა, ამის შემდეგ, ექიმის დამოწმებული ფორმა ასი უნდა წარმედგინა. ეს ყველა საბუთი მაქვს, მაგრამ მაინც უარი მითხრეს. ახალგაზრდა ქალი ასე მოულოდნელად გახდა ცუდად, ეტლი გვჭირდება და არ უნდა მოგვცენ?“,–ამბობს ომარ ლომიძე.

ასპინძის მერიაში განმარტავენ, რომ ომარ ლომიძისგან ოფიციალური წერილი, ეტლის მოთხოვნასთან დაკავშირებით არ მიუღიათ, შესაბამისად ეს საკითხი არც განხილულა.

„არ მახსოვს პირადად მოვიდა და ვისაუბრეთ თუ არა, მაგრამ ოფიციალური განცხადება უნდა შემოიტანონ, შესაბამისი დოკუმენტები რაც საჭიროა უნდა წარმოადგინოს, რითაც დამტკიცდება, რომ ესაჭიროება ეტლი და შემდეგ ჩვენ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციას გადავუგზავნით, რომელიც ეტლებით გვამარაგებს“,– აცხადებს ასპინძის მერიის ჯანმრთელობის დავისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ქეთებან მამუკაშვილი.

ოჯახს სოციალური დახმარება არ აქვს.

სოფელ რუსთავში მცხოვრებ 53 წლის ქალს ეტლი სჭირდება

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

საკირეში, 37 წლის ზეზვა თოფურიანი დახმარებას ითხოვს
სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ შშმ პირებს ეტლები გადასცეს
ადიგნელ ხატია პარუნაშვილს სასწრაფო დახმარება სჭირდება, მას მწვავე ლეიკემია აქვს
ბორჯომში შშმ პირებს ეტლები გადასცეს
მუშაობის დროს დაშავებული ყოფილი მეხანძრე დახმარებას ითხოვს
32  წლის რუსლან ჩუტკერაშვილის დახმარება სჭირდება
ახალციხის ციხეზე შშმ პირების საპირფარეშოს კარში ეტლი არ ეტევა