FM97.5 / LIVE

აბულისა და შაორის ციკლოპურ ნაგებობებს არქეოლოგები შეისწავლიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.09.2019
ჯავახეთში არსებულ ციკლოპურ ძეგლებზე არქეოლოგიური გათხრები იწყება. სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აფინანსებს.

აბულისა და შაორის ციკლოპურ ნაგებობებს არქეოლოგები შეისწავლიან
ფოტო:გოდერძი ნარიმანიშვილის

ჯავახეთის „ცილკოპური“ ნაგებობებზე არქეოლოგიური სამუშაოები სექტემბრის მეორე კვირიდან დაიწყება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, აბულის, შაორის, ავრანლოსა და სამების მეგალითურ კომპლექსებს, პირველ ეტაპზე, არქეოლოგები შეისწავლიან, შემდეგ კი მათ კონსერვაციის გეგმაზე იმუშავებენ: „რვა სექტემბრიდან იწყება არქეოლოგია - შესწავლა. ოღონდ ეს იქნება კომპლექსური არქეოლოგია ოთხი უბნის. მერე უკვე ვიწყებთ აბულის კონსერვაციას“, - განმარტავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, მეგალითური ძეგლების ფუნდამენტალური კვლევების იდეის ავტორები გოდერძი და დიმიტრი ნარიმანიშვილები არიან.

„გიდასტურებთ, რომ დაიწყო ახალი პროექტი, აბულსა და შაორზე დაიწყება არქეოლოგიური სამუშაოები. ეს პროექტი ბევრ რამეს ითვალისწინებს, მრავალწლიანია“, - ამბობს არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი.

ექსპედიცია 2019 წელს ველზე იმუშავებს 30 სამუშაო დღის მანძილზე, ლაბორატორიულ სამუშაოებს კი 20 დღე დაეთმობა.


„საქართველოს ტერიტორიაზე მეგალითური კომპლექსები მრავლად გვხდება. ციკლოპურ სიმაგრეებს, დასახლებათა თავდაცვით კედლებთან ერთად, მიეკუთვნება ყველა ის ნაგებობა, რომლებიც აგებულია დიდი ზომის დაუმუშავებელი ქვებით, უდუღაბოდ.

მეგალითურ კომპლექსებს მიეკუთვნება იმ ნამოსახლარებისა და სიმაგრეების ერთობლიობა, რომლებსაც თავდაცვითი კედლები გააჩნია.

საქართველოს ისტორიული მხარეებიდან ყველაზე უკეთაა შესწავლილი თრიალეთის და ჯავახეთის „ციკლოპური“ სიმაგრეები და ნამოსახლარები. არქეოლოგიური გათხრებიც პრაქტიკულად ამ რეგიონშია მხოლოდ ჩატარებული. მიუხედვად იმისა, რომ რეგიონის ბევრი მეგალითური ძეგლი აღიწერა და სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოებიც ჩატარდა, ამ კვლევებს მაინც არასისტემური ხასიათი ჰქონდა, რაც ართულებს ამ ტიპის ძეგლების სრულყოფილ კვლევას.

ამდენად, სამხრეთ საქართველოს გამორჩეული მეგალითური კომპლექსების (აბული, შაორი, ავრანლო და სამება) ტოპოარქეოლოგიური კვლევა გადაუდებელი და საშური საქმეა“, - ნათქვამია მეგალითური კომპლექსების ტოპოარქეოლოგიურ კვლევაში.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

'ციკლოპური' ციხეების არქეოლოგიური კვლევისთვის ტენდერში გამარჯვებული ცნობილია
ფარავნის ტბასთან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს
გურკელში აღმოჩენილ თიხის ჭურჭელს არქეოლოგები შეისწავლიან
უნიკალური აღმოჩენა ასპინძის მუნიციპალიტეტში
ზარზმაში აღმოჩენილი ნაგებობა შუა საუკუნეების დარანია
ზარზმაში აღმოჩენილ ნაგებობას არქეოლოგები შეისწავლიან
ასპინძის სოფლებში არქეოლოგიური კვლევები დაიწყო