FM97.5 / LIVE

გოჩა ჯეირანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ–ერთ კანდიდატად შეირჩა

მთავარისიახლე, სამართალი 05.09.2019
„მივიჩნევ, რომ გამაჩნია ყველა ის უნარ-ჩვევა რომელიც უნდა გააჩნდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს“, - ახალციხის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატად შეირჩა.

გოჩა ჯეირანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ–ერთ კანდიდატად შეირჩა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20–ვე კანდიდატის ვინაობა ცნობილია, ახლა მათ საბჭო კენჭს ცალ-ცალკე უყრის. ამის შემდეგ საბოლოო სიას პარლამენტს გაუგზავნიან კენჭისყრისთვის.

20-წევრიანი სია ასე გამოიყურება:

გიორგი მიქაუტაძე, მაია ვაჩაძე, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, ნუგზარ სხირტლაძე, თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ქეთევან ცინცაძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე,ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, გოჩა ჯეირანაშვილი, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ალექსანდრე წულაძე;

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატთან გასაუბრება აგვისტოში დაასრულა. მას შემდეგ, რაც მოსამართლეობის კანდიდატებს საბჭო კენჭს უყრის, სია განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

გოჩა ჯეირანაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლედ მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. იგი 2009 წლის 28 დეკემბრიდან 2018 წლის იანვრამდე, ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე იყო. მანამდე წალკაში ასევე მოსამართლედ მუშაობდა. სასამართლომდე ჯეირანაშვილს 2002 წლიდან პოლიციაში სხვადასხვა, 2007 წლიდან 2009 წლამდე კი პროკურატურაში უფროს გამომძიებლის პოზიცია ეკავა.

ჯეირანაშვილს როგორც თავად ამბობს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში მუშაობის პერიოდში 3 000–ზე მეტი საქმე აქვს განხილული. მათ შორის ყველაზე მეტად ბორჯომის პოლიცილებების, ე.წ. ხვედელიანის საქმე ახსოვს, რადგან მის მიერ მიღებულ გამამართლებელ განაჩენს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა: „ამ საქმეში მტკიცებულებები არ იყო, სხვა გადაწყვეტილებას ვერც სხვა მოსამართლე მიიღებდა. ეს გადაწყვეტილება კი მესამე ინსტანციის სასამართლომაც ძალაში დატოვა“.

[sknews.ge]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე სააპელაციოში გადადის
დღეს სამთავრობო კომისია სტრასბურგის მოსამართლეობის ორ კანდიდატს აირჩევს
მარიკა ჩიტაშვილი უვადო მოსამართლედ დაინიშნა
'ოცნებამ' გედევან ფოფხაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაატოვებინა
რა კავშირი ჰქონდა ჯეირანაშვილს ხვედელიანის საქმესთან?
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ გია ბერაია დაინიშნა
გია ბერაია უვადო მოსამართლედ დაინიშნა