FM97.5 / LIVE

,,მოჯადოებული წრე“

მთავარისაზოგადოება » განათლება 12.06.2012
დაამთავრებს თუ არა სკოლას, ან საერთოდაც შეძლებს კლასიდან კლასში გადასვლას საქართველოში მცხოვრები 19 რეპატრირებული მესხი ბავშვი სასწავლო წლის ბოლოსაც გაურკვეველი რჩება

,,მოჯადოებული წრე“

გიორგი მანზულოვს, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში ცხოვრობს და ამავე სოფლის სკოლაში მეშვიდე კლასის მოსწავლეა, გამოცდა ორ საგანში უნდა ჩაებარებინა, მაგრამ რადგან პირადი ნომერი არ აქვს გამოცდებზე არ დაუშვეს.

- "ბავშვს ფაქტია სწავლა აუკრძალეს“ , - ამბობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის“ მენეჯერი გოჩა ნათენაძე.

- "არანაირი მოძრაობა ამ ბავშვების სასიკეთოდ არ შეინიშნება. კიდევ ერთხელ შევეხმიანეთ ახალციხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს და მივიღეთ ტრაფარეტული პასუხი - რეპატრირებული მესხები თუ მიღებენ მოქალაქეობას, პარალელურად მიიღებენ პირად ნომერს და შემდეგ ექსტერნად შეძლებენ გამოცდების ჩააბარებას. ანუ მივედით იმ საწყის მდგომარეობამდე, რომელიც თავდაპირველად გვქონდა, მოჯადოებული წრე გამოდის“, - გვითხრა ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხემძღვანელმა ცირა მესხიშვილმა.

დაამთავრებს თუ არა სკოლას, ან საერთოდაც შეძლებს კლასიდან კლასში გადასვლას საქართველოში მცხოვრები 19 რეპატრირებული მესხი ბავშვი სასწავლო წლის ბოლოსაც გაურკვეველი რჩება.

მდგომარეობის გასარკვევად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-ცენტრის უფროსს ნინო პოტრჟებსკაის დაუკავშირდით.
"მოგვმართეთ წერილობით და კითხვებით“, - ასე გვიპასუხა მან სატელეფონო საუბარში.

ამ საკითხთან დაკავშირებით ამა წლის 23 იანვარს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია "ტოლერანტმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინის სახელზე წერილი გაგზავნა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი აღნიშნული პრობლემა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანებაში, ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის შესახებ” მუხლი 4. მოსწავლის სტატუსის შეჩერება ვკითხულობთ:

1.სკოლა უფლებამოსილია დაწყებით და საბაზო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ:

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი (გარდა საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირისა) სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;
რეპატრირებული მესხებს მძიმე სოციალური პრობლემები აქვთ და არ შეუძლიათ ვაუჩერის თანხის დაფარვა.

ამავდროულად, საქართველოში განათლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესხი მოსწავლეების საკითხი ისევ გაურკვეველია
მესხ მოსწავლეებს დროებითი ბინადრობის უფლება მიენიჭებათ
რეპატრირებული მესხების პრობლემები გადასახლებიდან 75 წლის თავზე
11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე
დღეს პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია სრულდება
რეპატრირებული მესხები მედიაში
კვირის აქცენტი: რეპატრირებული მესხები – პოლიტიკა და რეალური ყოფა [Video]