FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიის ღია მონაცემების სტრატეგია საჯაროდ განიხილეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.09.2019
დღეს, 4 სექტემბერს, ახალციხის მერიის ღია მონაცემების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა მოეწყო. შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალციხის მერიის ღია მონაცემების სტრატეგია საჯაროდ განიხილეს

შეხვედრა ახალციხის დემოკრატიულ ცენტრში, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ორგანიზებით მოეწყო. მონაწილეებმა ახალციხის მერიის ღია მონაცემების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. მათ ყურადღება გაამახვილეს მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც.

„ეს არის სრულიად ახალი პრაქტიკა მთლიანად საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ მუნიციპალიტეტების ხელშეწყობით, დადებით შედეგებზე გავალთ. პირველ რიგში, ეს ხელს შეუწყობს ახალციხის მერიის მმართველობითი პროცესების გამჭვირვალობას, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას ამ რეგიონში“, – ამბობს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი.

ახალციხეში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების აზრით, სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი მნიშვნელოვანია, ამიტომ მესამე საექტორმა მისი მონიტორინგი უნდა განახორციელოს. „თუ დაინერგება ინფორმაციის ღიად მიწოდების ფორმატი, ჩვენთვის ეს ბევრად გააადვილებს საქმიანობას. ინფორმაციის მოძიება, ხშირად ძალიან დიდ დროს გვართმევს, ასევე ხშირია შემთხვევები, როცა მიღებული ინფორმაცია დაუზუსტებელია, ამ სტრატეგიის სწორად დანერგვა კი თავიდან აგვაცილებს მსგავს შემთხვევებსაც“, – ამბობს ახალციხის ახალგაზრდეული ცენტრის ხელმძღვანელი მაკა სუდაძე.

მერიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ახალციხე ერთ-ერთია იმ სამ მუნიციპალიტეტს შორის, რომლებმაც ღია მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების გეგმის განხორციელებაზე ვალდებულება აიღო.

„სულ საქართველოს მასშტაბით სამი მუნიციპალიტეტია, რომელმაც ვალდებულება აიღო ღია მმართველობის პარტნიორობასთან, ღია მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების პროცესების გაუმჯობესების შესახებ, მათ შორისაა ახალციხე და შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალიტეტის მიღებული ამ ტიპის გეგმა, მაგალითი იქნება სხვა მუნიციპალიტეტებისთვის“ – აღნიშნა მერის მოადგილემ, გურამ მელიქიძემ.

„ღია მმართველობის პარტნიორობასთან“ (OGP) ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით სამი ვალდებულება აიღო:

1. ღია მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების პროცესების გაუმჯობესება;
2. გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
3. მუნიციპალიტეტებში შშმ პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და მონაწილეობის გაუმჯობესება.

აღებული ვალდებულების ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დახმარებით შექმნა ღია მონაცემის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა (2019–2020) და მონიტორინგის მექანიზმები.

სტრატეგია USAID-ის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ.

ახალციხის მერიის ღია მონაცემების სტრატეგია საჯაროდ განიხილეს

[რობი ზარიძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

‘კეთილსინდისიერების და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგიის’ განხილვა ®
ახალციხეში ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა განიხილეს
სემინარი სტუდენტებთან ღია მმართველობის შესახებ
ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა განიხილეს
ღია მმართველობის შესახებ ახალციხეში დისკუსია გაიმართა
სამხარეო საბჭომ რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა განიხილა
ბორჯომში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამუშაო შეხვედრა გამართა