FM97.5 / LIVE

ლეიკემიით დაავადებული ახალგაზრდის ოჯახი დახმარებას ითხოვს

მთავარი 30.09.2013
ლეიკემიით დაავადებული 28 წლის მარინა გიორგაძის სოციალურად დაუცველ ოჯახს ძვირადღირებული მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ აქვს, ადგილობრივ თვითმმართველობაში კი დახმარებაზე უარი უთხრეს.

ლეიკემიით დაავადებული ახალგაზრდის ოჯახი დახმარებას ითხოვს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყორძაში მცხოვრებ მარინა გიორგაძეს ექიმებმა ლეიკემიის დიაგნოზი ერთი თვის წინ დაუსვეს. მარინა სამედიცინო ცენტრში 2 აგვისტოს დააწვინეს და მას შემდეგ მკურნალობს. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო დაზღვევა მკურნალობის ხარჯების 80 პროცენტს ანაზღაურებს, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს დარჩენილი 20 პროცენტის გადახდის საშუალება არ აქვს.

„ერთი წამალი 1200 ლარი ღირს, მართალია 20 პროცენტს ვიხდით, მაგრამ ამის საშუალებაც არ გვაქვს. ყოველდღიურად უამრავი წამლის ყიდვა გვჭირდება. შვიდსულიან ოჯახში მარტო მე ვმუშაობ, სანამ საყოველთაო დაზღვევის ფურცელი მოგვივიდა, 4000 ლარი მანამდე დავხარჯეთ“,-ამბობს მარინას ძმა მამუკა გიორგაძე.

ოჯახს შვილის ავადმყოფობის გამო თბილისში ბინის დაქირავებაც მოუხდა.

„250 ლარს ვიხდით ბინაში. პლუს ასეთი მძიმე დაავადება აქვს და კარგი კვება უნდა. ძალიან გვიჭირს, მევალეები ყოველდღიურად გვაკითხავენ ოჯახში. მარინას ავადმყოფობის გამო ჩემმა მეორე შვილმა ახალციხეში სამსახური მიატოვა და ოჯახს უვლის. ორი ძროხა მყავს, ისიც რომ გავყიდო, რაღა ვაჭამო შვილებს? თბილისში ქირით ცხოვრება და ასეთი ავადმყოფის მკურნალობა ადვილი არ არის“,-ამბობს მარინას დედა ციალა გიორგაძე.

ოჯახმა დასახმარებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას განცხადებით მიმართა, თუმცა დახმარებაზე უარი მიიღო.

“საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მალხაზ ასპანიძემ გვითხრა, რომ ასეთ მკურნალობას ჩვენ ვერ ვაფინანსებთ, გარდა გადაუდებელი ოპერაციებისო და განცხადებაც არ დაიტოვა. სისხლის კიბო აქვს ჩემს შვილს, სამი წელი სჭირდება მკურნალობა და შეიძლება ძვლის ტვინის გადანერგვა დასჭირდეს. გამგეობას ნუთუ არ აქვს იმის საშუალება, სულ ცოტა თანხით დაგვეხმაროს, რომ ავადმყოფ შვილს საჭმელი ვაჭამო და ბინის ქირა გადავიხადო?“ - კითხულობს ციალა გიორგაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მხოლოდ ქირურგიულ ოპერაციებს აფინანსებს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ხარჯებს საყოველთაო დაზღვევა არ ფარავს.

„განცხადების დატოვებას აზრი არ ჰქონდა. მიმართულება მივეცი, რომ საყოველთაო დაზღვევა გამოეყენებინათ, რათა ოჯახს უფრო მეტი დახმარება მიეღო. შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ დაზღვევა 80 პროცენტს აფინანსებდა. ჩვენ ლეიკემიით დაავადებულების მკურნალობას ვერ ვაფინანსებთ, ამისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს საოპერაციო ხარჯი და თუ ოპერაცია დასჭირდებოდა, 50 პროცენტით დავუფინანსებდით“,- ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ ასპანიძე.

მისივე განმარტებით, იმ ოპერაციებს, რომელსაც საყოველთაო დაზღვევა ანაზღაურებს, ადგილობრივი თვითმმართველობა აღარ აფინანსებს: “საყოველთაო დაზღვევის შემდეგ შეიცალა დაფინანსების პრინციპი, ვინაიდან სახელმწიფო აფინანსებს, ჩვენ იგივე ოპერაციებს აღარ ვაფინანსებთ. რადგან ჩვენ ოპერაციის თანხის 50 პროცენტს ვუნაზღაურებთ, სახელმწიფო კი 80 პროცენტს, ოჯახს შეღავათი სახელმწიფო დაზღვევისგან უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჩვენგან".

თანხა, რომლითაც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივ მოსახლოებას ქირურგიული ჩარევის დროს ეხმარება, ჯამში 200,000 ლარს შედაგენს. ამ დრომდე მუნიციპალიტეტის მასშტაბით 151 ადამიანს გაუწიეს დახმარება, რაც ჯამში 99,515 ლარია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

რა შეცვალა ახალციხის თემმა სოციალურ პაკეტში
32  წლის რუსლან ჩუტკერაშვილის დახმარება სჭირდება
ექიმი გვირჩევს:  რას დააფინანსებს საყოველთაო დაზღვევა [Video]
დაზღვევა საპენსიო დანამატის სანაცვლოდ
ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული
32 წლის ახალგაზრდის დასახმარებლად საჭირო თანხა შეგროვდა
ერთთვიანი ვადა შვილების მკურნალობის საფასურის დასაფარად