FM97.5 / LIVE

პოლიტიკური ჭადრაკი - საკადრო ცვლილებები მთავრობაში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.09.2019
რეგიონის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებსა და გიორგი გახარიას პრემიერ – მინისტრად წარდგენას აფასებენ.

პოლიტიკური ჭადრაკი - საკადრო ცვლილებები მთავრობაში

სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებების მიზეზს ვერ ხვდება.

„ჭადრაკს ვინც თამაშობს, სვლებიც იმან იცისო და რა გითხრათ აბა?! მამუკა ბახტაძეზე გული დამწყდა, არ იყო ცუდი პრემიერ–მინისტრი. ახლა, მე მიზეზი ვერ გავიგე ცვლილებების. ნუ, ჩემი აზრით, ეს არის ჩვეულებრივი სამთავრობო „კარუსელი“, ვის რა უდევს თავში და ვინ როგორ გადაწყვიტა, არ ვიცი, ამოუხსნელია, არაპროგნოზირებადია.

ადრე როდესაც ვაკეთებდი კომენტარებს, ესა თუ ის ცვლილება, რაღაც კანონზომიერებას ემორჩილებოდა და ახლა ვერაფერს ვფიქრობ. რა აუცილებლობა იყო ისევ ამ ადამიანების უკან მობრუნება?!“, – კითხულობს ცირა მესხიშვილი.

„დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი, გია ანდღულაძე საკადრო ცვლილებას სუსტის ძლიერის ჩანაცვლებით ხსნის და მომავალი წლის არჩევნებს უკავშირებს.

„ყველა პარტია და მათ შორის სახელისუფლებო, 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება. ეს იყო არჩევნებისთვის გამიზნული ცვლილება. ბახტაძე შედარებით სუსტი პრემიერი იყო და მოხდა ცოტა უფრო ძლიერი ფიგურით ჩანაცვლება“.

გია ანდღულაძე სხვა, რაიმე სახის ცვლილებებს გამორიცხავს.

„საკადრო გადაადგილებას არა მგონია რამე ცვლილება მოჰყვეს ან რეფორმების ან მოსახლეობის განწყობის კუთხით. სავარაუდოდ, წყნარად და მშვიდად მივალთ არჩევნებამდე. არჩევნების გარეშე არ უნდა ხდებოდეს არანაირი ცვლილებები ქვეყანაში, არც მოხდება არაფერი, ასე ვფიქრობ. არ შეიძლება ქვეყანაში რევოლუციებით, გადატრიალებებით ხდებოდეს ცვლილებები. ცვლილებები უნდა ხდებოდეს იმ წესითა და კანონით, რაც კონსტიტუციაში გვიწერია“, – ამბობს ის.

ვინ არის გიორგი გახარია?

უკვე 77-ე დღეა, რაც მის გადადგომას აქცია “სირცხვილიას” მონაწილეები ითხოვენ.

20 ივნისს პოლიციამ ანტისაოკუპაციო აქცია დაშალა. რა დროსაც, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, დაშავდა ათეულობით მოქალაქე. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველაფერი რაც იმ ღამით მოხდა, მისი პასუხისმგებლობაა.

გიორგი გახარიას სახელს უკავშირდება არაერთი გახმაურებული საქმე: დაპირისპირება პანკისში, ხორავას ქუჩის ტრაგედია, სპეცოპერაცია ბასიანსა და გალერიში...

განათლება და კვალიფიკაცია:

1992-1994 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე;

1994-1999 წლებში - მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი;

2003-2004 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში, სადაც მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი;

პროფესიული გამოცდილება:

1999-2008 წლებში − მუშაობდა სხვადასხვა კერძო ორგანიზაციაში ხელმძღვანელ პოზიციებზე;

2006 წლის სექტემბრიდან 2009 წლის მაისამდე იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი;

2008 წლის ნოემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე იყო Lufthansa Service Holding AG. LSG in Frankfurt, Germany ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში;

2013 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისამდე იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი;

2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე იგი იყო საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი;

2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას;

2017 წლის 13 ნოემბრიდან არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე - საქართველოს ვიცეპრემიერი;

2019 წლის 30 აპრილიდან დაეკისრა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია;

[გულო კოხოძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს
სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა
საკადრო ცვლილება სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში
სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში
საკადრო ცვლილებები უნივერსიტეტში
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ გია ბერაია დაინიშნა
უნივერსიტეტში საკადრო ცვლილებებს ავტორიზაციას უკავშირებენ