FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გამგებლად

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.09.2019
დღეს, 4 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის ყოფილი სამხარეო რწმუნებულის, კახა სამხარაძის კანდიდატურა სამგორის რაიონის გამგებლად, თბილისის მერმა კახა კალაძემ დაასახელა.

სამცხე–ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გამგებლად

„მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის. ის არის მეურნე ადამიანი და დარწმუნებული ვარ, იმ პროექტებს, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი სამგორის რაიონში, ჩვენთან ერთად ძალიან მაღალ დონეზე შეასრულებს და მაქსიმალურად დაიცავს სამგორელების ინტერესს “, - განცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კახა სამხარაძის კანდიდატურა დასამტკიცებლად საკრებულოში გადაიგზავნება.

კახა სამხარაძე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად 2018 წლის 31 მარტს დაინიშნა, მანამდე მას შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობა ეკავა. მან რეგიონში აკაკი მაჭუტაძე შეცვალა.

2018 წელს, ფაქტობრივად, გუბერნატორებმა ადგილები შეცვალეს, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე შიდა ქართლში გადაიყვანეს, შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე კი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად დანიშნეს.

ის დანიშვნიდან ოთხ თვეში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

საზოგადოებას, კახა სამხარაძე მისი ინიციატივით მოწყობილი ექსპედიციებით ახსოვს.

ყოფილმა გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად ექსპედიციები 2018 წლის 11 ივნისს დაიწყო და 27 ივლისს დაასრულა.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100–მდე სტუდენტმა ორ–ორი დღის განმავლობაში ექვსივე მუნიციპალიტეტის კულტურულ-ისტორიული ძეგლები, ტურისტული ობიექტები და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ერთად დაათვალიერეს, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათი პრობლემებიც მოისმინა. ამ პერიოდის განმავლობაში, ახალგაზრდები გუბერნატორთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე მერიის თანამშრომლებთან ერთად ღამეს კარვებში ათევდნენ.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორებს ადგილები შეუცვალეს
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
სამცხე–ჯავახეთის ახლადდანიშნული გუბერნატორი თანამშრომლებს ეცნობა
გამოკითხვა: როგორ აფასებთ გუბერნატორის ოთხწლიან მუშაობას [Video]
შეცვლილ გუბერნატორებს რეგიონები არ დაუტოვებიათ
კახა სამხარაძე სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
კახა სამხარაძე : ‘ვაკანტურ ადგილებზე თანამშრომლებს დავიმატებთ’