FM97.5 / LIVE

აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობაზე მუშა დაშავდა

მთავარისიახლე, შემთხვევა 03.09.2019
აბასთუმანში, აღობილის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობისას მუშა დაშავდა. შუახნის კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობაზე მუშა დაშავდა

აღობილის ტერიტორიაზე შემთხვევა დღეს, სამ სექტემბერს მოხდა. ადგილობრივების ნაწილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში აცხადებენ, რომ მუშას თავში სამშენებლო მასალა დაეცა.

დაშავებული შუახნის მამაკაცია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

„ცოტახნის წინ შემოიყვანეს, კვლევები უტარდება, მდგომარეობა მძიმე არ არის და კონტაქტურია. კონკრეტულად რა ტრამვები აქვს მიღებული ამას ვადგენთ“, – გვითხრა ჰოსპიტალის დირექტორმა ხათუნა კეკელაშვილმა.

ბოლო პერიოდში სამცხე–ჯავახეთში სამშენებლო ობიექტზე მუშის დაშავების მეორე შემთხვევაა. 16 აგვისტოს ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან 56 წლის კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

შსს–ში განმარტავენ, რომ გამოძიება 240–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს :უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

აბასთუმანში მომხდარის დეტალებს „სამხრეთის კარიბჭე“ არკვევს და მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.11.2019 ბორჯომის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება

11.11.2019 რა ღონისძიებები გაიმართება 'ზარზმობის' დღესასწაულზე

10.11.2019 ილია მეორე: ქართველი ადამიანი, უარყოფს, თრგუნავს, ნიჭიერ ადამიანებს

10.11.2019 ბექა ბერძენიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა
ვინ აშენებს აღობილში სასტუმროს, სადაც ორი მუშა დაშავდა
ახალციხიდან თბილისისკენ მიმავალ ‘მარშუტკას’ ავარია შეემთხვა
ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა
აბასთუმანში მშენებლობაზე დაშავებული მუშა საავადმყოფოდან გაწერეს
ავარია ივლიტასთან – დაშავებულია 5 ადამიანი
ავარია ახალციხეში – დაშავდა 2 მოქალაქე, დაიმტვრა 6 მანქანა