FM97.5 / LIVE

ვადაგადაცილებისთვის ბათუმი-ახალციხის გზის მშენებელი კომპანია დაჯარიმდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.09.2019
რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებელი კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დააჯარიმა. კომპანია „ტოდინს“ ჯარიმა სამუშაოების ვადის გადაცილების გამო დაეკისრა.

ვადაგადაცილებისთვის ბათუმი-ახალციხის გზის მშენებელი კომპანია დაჯარიმდა

ბათუმისა და ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე, ხულო-ზარზმის 47 კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 110 მილიონი ლარია, კომპანია „ტოდინი“ ახორციელებს.

კომპანიამ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. თუმცა ვადების გადაცილებისა და მუშაობის ნელი ტემპის გამო, დეპარტამენტმა მას ჯერ რამდენიმე გაფრთხილება მისცა, შემდეგ კი დააჯარიმა: „ხელშეკრულების შეწყვეტაზე ჯერ საუბარი არ არის, იმიტომ, რომ მათ აქვთ ვადა 2020 წლამდე, თუმცა სამუშაოები სუსტი ტემპით მიმდინარეობს. ფაქტია, რომ ვადას ძალიან არიან ჩამორჩენილები, ამიტომაც დაჯარიმდნენ“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე განმარტებით, ადგილზე ისევ გზის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა „პროგრესი ძალიან სუსტია. პროექტს საერთაშორისო დამფინანსებელი ჰყავს და მას უცხოელი ზედამხედველები აკვირდებიან“.

ხულო-ზარზმის მონაკვეთზე, სამუშაოების ვადაგადაცილების შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ ივლისში წერდა. მაშინ კომპანია „ტოდინში“ ვადების ჩამორჩენის მიზეზად, გოდერძის უღელტეხილზე არსებულ მკაცრ კლიმატურ პირობებს ასახელებდნენ და განმარტავდნენ, რომ ადგილზე გეოდეზიური სამუშაოების მონაცემები მოწმდებოდა. ერთი თვის შემდეგ, იგივეს ამბობს კომპანიის წარმომადგენელი გიორგი კოპალეიშვილი: „მანდ გეოდეზიური სამუშაოები დასრულდა, დანარჩენზე წერილობით მოგვმართეთ“.

„სამხრეთის კარიბჭე“ კომპანიისგან წერილობით მოთხოვნილ ინფორმაციას მეორე დღეა ელოდება.

„ტოდინი“ ის კომპანიაა, რომელმაც ვადების ჩამორჩენასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან საჯარო გაფრთხილება 2018 წლის აპრილშიც მიიღო, სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთისა და ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთის მშენებლობის შესახებ. ამავე წელს კი კომპანიამ ხულო-ზარზის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოცხადებულ ტენდერში.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მიდის. გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

გზის რეკონსტრუქციას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებს. პროექტის ჯამური ღირებულება 110 210 777 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება 2020 წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

რატომ გვიანდება ხულო - ზარზმის გზის მშენებლობა
გოდერძის გზის მშენებლობა დაიწყო
გოდერძის გზის სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება
ხულო-ზარზმის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია დაიწყება
როდის დაიწყება გოდერძის გზის მშენებლობა
მაია ცქიტიშვილი: ‘ხულო–ზარზმის გზის მშენებლობა 2020  წელს დასრულდება’
ბაღდათი–აბასთუმნის გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა