FM97.5 / LIVE

მოესწრება თუ არა ასპინძაში ‘შოთაობის’ ორგანიზება – ტენდერი მეორედ გამოცხადდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.09.2019
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ, ‘შოთაობის’ სახალხო დღესასწაულის ორგანიზებისთვის ტენდერი მეორედ გამოაცხადა. პირველ შემთხვევაში, პრეტენდენტ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

მოესწრება თუ არა ასპინძაში ‘შოთაობის’ ორგანიზება – ტენდერი მეორედ გამოცხადდა

ასპინძის მერიამ, „შოთაობის“ ორგანიზებისათვის ტენდერი 27 აგვისტოს გამოაცხადა, თუმცა მსურველებისთვის განაცხადების მიღება ხვალიდან, ოთხი სექტემბრიდან დაიწყება და ექვსი სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მეორედ ტენდერი „შოთაობის“ ორგანიზებისთვის ისევ 20 313 ლარზე გამოცხადდა. დოკუმენტაციის მიხედვით, ამ თანხის ფარგლებში, ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები: საზეიმო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით; ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვრებისა და შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა; მესხური ტრადიციებისა და სამზარეულოს წარმოჩენის მიზნით, მესხური ოდა-პავილიონების მოწყობა, სადაც ასპინძის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები, სტუმრებს ტრადიციულ სამზარეულოს გააცნობენ; გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება; ასევე კულტურული ღონისძიებების პარალელურად, გაიმართება სპორტული ღონისძიებებიც: ქართულ ჭიდაობაში, ჯილდაობასა (ქვის აზიდვა) და მაკლავჭიდში.

სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ 2008 წლიდან აღდგა და იგი სოფელ რუსთავის ტერიტორიაზე იმართებოდა. 2013 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ცვლილებასთან ერთდ, ღონისძიების ჩატარების ადგილიც შეიცვალა და რუსთავიდან ვარძიაში გადაინაცვლა. ექვსი წლის შემდეგ, „შოთაობა“ ისევ სოფელ რუსთავში გაიმართება.

ასპინძის მერიაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ ვარძიის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და ამიტომ სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში ჩატარდება.

„შოთაობის“ ორგანიზებისთვის, პირველი ტენდერი 14 აგვისტოს გამოცხადდა.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 ასპინძაში სახალხო დღესასწაული ‘ასპინძობა’ პირველად ჩატარდება

24.01.2020 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24.01.2020 კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

‘შოთაობის’ ორგანიზებისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
ასპინძაში სახალხო დღესასწაულის 'შოთაობის' აღნიშვნა გადაიდო
'შოთაობის' სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში გაიმართება
‘შოთაობის’ ორგანიზებისთვის მეორედ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაულს 'შოთაობას' ზეიმობენ [ფოტო]
ასპინძის მერია 'შოთაობისთვის' ემზადება
ასპინძაში 'შოთაობას' ზეიმობენ