FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ბოლო ათი დღის უკანონო ნადირობის 15 ფაქტი გამოვლინდა

მთავარისიახლე, სამართალი 03.09.2019
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, სამცხე–ჯავახეთში უკანონო ნადირობის 15 ფაქტი გამოვლინდა. სულ 10 დღის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოვლინდა.

სამცხე–ჯავახეთში ბოლო ათი დღის უკანონო ნადირობის 15 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, საქართველოს მასშტაბით 24-საათიანი გაძლიერებული კონტროლი ხორციელდება.

სეზონის გახსნიდან დღემდე, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი, 96 ფაქტი დაფიქსირდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო ნადირობის - 5, ქვემო ქართლში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი 9 ფაქტი გამოავლინეს.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 30 შემთხვევაში, სამართალდამრღვევები, გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 14 მონადირეს დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა, აკრძალული საშუალებებით 88 სამართალდამრღვევმა ინადირა. ჯამში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა 85 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

უკანონო ნადირობის 11 ფაქტი ერთ თვეში სამცხე–ჯავახეთში
13 დღეში უკანონო ნადირობის 112 ფაქტი გამოვლინდა
ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ თვეში 250–მდე სამართალდარღვევის ფაქტი დააფიქსირეს
'სახლართი ბადე' და 'მანოკი' – უკანონო თევზჭერისა და ნადირობის ფაქტები სამცხე–ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის ხუთი ფაქტი გამოვლინდა
ნადირობის სეზონთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კონტროლს ამკაცრებს
2018 წელს სამცხე–ჯავახეთში უკანონო თევზჭერის 22 ფაქტი გამოვლინდა