FM97.5 / LIVE

დრამატურგიის ფესტივალზე დასასწრები აბონემენტის ღირებულება შემცირდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.09.2019
მესხეთის სახელმწიფო თეატრში, იმ აბონემენტის ფასი შემცირდა, რომლითაც ეროვნული დრამატურგიის V საერთაშორისო ფესტივალზე დასწრებაა შესაძლებელი.

დრამატურგიის ფესტივალზე დასასწრები აბონემენტის ღირებულება შემცირდა

13 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, მესხეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 28 სპექტაკლი გაიმართება, მაყურებელს დასწრება, ბილეთისა და აბონემენტის საშუალებით შეუძლია.

იმისთვის, რომ საერთაშორისო ფესტივალზე დასწრებამ მასშტაბური სახე მიიღოს, თეატრის ადმინისტრაციის განცხადებით, აბონემენტის ფასი 35 ლარიდან 25 ლარამდე შემცირდა. ამ აბონემენტით 14 სპექტაკლზე დასწრებაა შესაძლებელი, ფესტივალის ფარგლებში კი 28 წარმოდგენა გაიმართება.

„შევუთანხმდით კულტურის სამინისტროს და 25 ლარი იქნება ერთი აბონემენტი. 28 სპექტაკლია და სრული აბონემენტი 50 ლარი ღირს, ნაცვლად 70 ლარისა. რამდენიმე მაყურებელს, რომლებსაც უკვე ნაყიდი ჰქონდათ აბონემენტი, ნაშთი თანხა უკან დავუბრუნეთ“, - ამბობს თეატრის ადმინისტრატორი შალვა ტაბატაძე.

მისივე განმარტებით, მსურველებს აბონემენტის შეძენა თეატრის ადმინისტრაციაში უკვე შეუძლიათ. ისინი სასურველ 14 სპექტაკლს თავად შეარჩევენ.

რაც შეეხება აბონემენტის გარეშე სპექტაკლზე დასწრებას, ბილეთის ფასი ხუთი ლარი ღირს.

თეატრის ადმინისტრაციის განმარტებით, სპექტაკლების აფიშები დღეიდან, სამი სექტემბრიდან გაიკვრება ქალაქში.

გთავაზობთ სპექტაკლების განრიგს დღეების მიხედვით:

13 სექტემბერი – თბილისის თავისუფალი თეატრი – ავთანდილ ვარსიმაშვილის „ზღაპარი იგი, მათრობს და მხიბლავს. რეჟ. მაია დობორჯგინიძე;

14 სექტემბერი – ქუთაისი ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი – ლალი კეკელიძის „იქ სადაც ჩემი სახლია“. რეჟისორი კახა გოგიძე;

15 სექტემბერი – თბილისის ს. ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი–ოთარ ქათამაძის „აივანი“. რეჟ. ირაკლი გოგია;

16 სექტემბერი – ქ. სენაკის ა.ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ნინო მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგო“. რეჟ. კახა გოგიძე;

17 სექტემბერი – ქ. ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ლაშა თაბუკაშვილის „სადღაც ცისარტყელას მიღმა“. რეჟ. ქეთი დოლიძე;

18 სექტემბერი – ქ.გორის გ.ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე“. რეჟ. სანდრო ელოშვილი;

19 სექტემბერი – ქ. თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი – დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“. რეჟ. გიორგი კავილაძე;

20 სექტემბერი – უკრაინა, ქ ხერსონის ნ. კულიშას სახელობის დრამატული თეატრი – ვოლოდიმირ ზუევის „სიცარიელე“. რეჟ.სერგეი პავლიუკი;

21 სექტემბერი – ქ. ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ავთანდილ ვარსიმაშვილის „ზამთარი იგი“. რეჟ. კახა გოგიძე;

22 სექტემბერი – ქ. ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი – ნოდარ დუმბაძის „დიდრო“. რეჟ.კახა გოგიძე;

23 სექტემბერი – ქ. დმანისის ზ. კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრი– სულხან–საბა ორბელიანის „სიბრძნე–სიცრუისა“. რეჟ. თამარ ხიზანიშვილი;

24 სექტემბერი – უკრაინა, ქ ნიკოლაევის აკადემიური მხატვრული დრამატული თეატრი – პაველ ერიეს „ფერები“. რეჟ. ალექსეი პავლიშჩევი;

25 სექტემბერი – ქ.ცხინვალის ივ. მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – მანანა გეგეჭკორისა და გოჩა კაპანაძის „ალი და ნინო“. რეჟ. გოჩა კაპანაძე. (ყურბან საიდის ნაწარმოების მიხედვით);

26 სექტემბერი – სოხუმის კ.გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – დავით საყვარელიძის „იაკიში და პუპჩე“ რეჟ. დ. საყვარელიძე;

27 სექტემბერი – ქ. რუსთავის გ. ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრი–ნინო სადღობელაშვილის „დაბადების დღე“. რეჟ. სოსო ნემსაძე;

28 სექტემბერი – პოლონეთი ქ. ჟეშევას თეატრი – თომას მანის „მოგზაურობა“. რეჟ. ანეტა ადამსკ–შუკალა;

29 სექტემბერი – ქ. ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი – ნ. საბაშვილის „ერთხელ საქართველოში“. რეჟ. ნიკოლოზ საბაშვილი;

30 სექტემბერი – ქ. თბილისის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – პოლიკარპე კაკაბაძის „ასულნი“. რეჟ. რობერტ სტურუა;

2 ოქტომბერი – ბელორუსი; ქ. მინსკის დრამის რესპუბლიკური თეატრი – ავგუსტ სტრინდბერგის „პელიკანი“. რეჟ. ალექსანდრე გარცუევი;

3 ოქტომბერი – ბელორუსი, ქ. მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი – ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“. რეჟ.დიმიტრი ხვთისიაშვილი;

4 ოქტომბერი – ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თეატრი – ოტია იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ“. რეჟ. გელა ისიანი;

5 ოქტომბერი – ყაზახეთის ქ. პეტროპავლოვსკის დრამატული თეატრი – ჟანაიდაროვ ოლჟასის „ჯუტი". რეჟ. თიმურ კარიმჟანოვი;

6 ოქტომბერი – ქ. თბილისის ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი – მამუკა სალუქვაძის „სიმარტოვე“ (19:00). რეჟ დიმიტრი ხვთისიაშვილი. ამავე დღეს მეორე სპექტაკლი „ოდისეა“. (16:00 საათი);

7 ოქტომბერი – ქ. თბილისი თეატრი „გლობუსი“ – სანდრო მრევლიშვილის „უსაზღვრობა დროთა“. რეჟ. ს. მრევლიშვილი;

8 ოქტომბერი – ქ. თბილისის პ. ადამიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი–ნოდარ დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“. რეჟ. არმენაკ ბაიანდურიანი;

9 ოქტომბერი – ქ. თელავის ვაჟა–ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ილია ჭავჭავაძის „კაცია–ადამიანი?!“. რეჟ. ლევან წულაძე;

10 ოქტომბერი – ქ. თბილისის მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი – ლაშა ბუღაძის „შვიდი პატარა პიესა“. რეჟ. ზურაბ გეწაძე;

11 ოქტომბერი – მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ჯანრი კაშიას „მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ“. რეჟ. გიორგი შალუტაშვილი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

დღეიდან ეროვნული დრამატურიგიის V საერთაშორისო ფესტივალი იწყება
რას ნახავთ ეროვნული დრამატურგიის V  თეატრალურ ფესტივალზე
რას ნახავთ ეროვნული დრამატურგიის ფესტივალზე
რა ვნახოთ ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალზე?
რას ნახავს მაყურებელი ეროვნული დრამატურგიის ფესტივალზე
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი ჩატარდება
მესხეთის თეატრი დღეს გორის თეატრს უმასპინძლებს