FM97.5 / LIVE

შალვა ნათელაშვილი: ახალციხე მედგა გვერდში ყველაზე მძიმე წუთებში [Video]

მთავარიპოლიტიკა 28.09.2013
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათლაშვილი დღეს სამცხე ჯავახეთს ესტუმრა; რა მიაჩნია ნათელაშვილს რეგიონისთვის რიგით პირველ პრობლემად და რას დაჰპირდა იგი ამომრჩეველს.

შალვა ნათელაშვილი: ახალციხე მედგა გვერდში ყველაზე მძიმე წუთებში [Video]
ნათელაშვილმა სამცხე-ჯავახეთის შემოვლა ჯავახეთიდან დაიწყო. იგი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარტოფილის აღებას დაესწრო. შემდეგ ახალქალაქსა და ასპინძას ესტუმრა.

„დღეს ბედნიერი კაცი ვარ, რადგან გახდლით ბევრ ისეთ წმინდა ადგილას, სადაც ჩვენი წინაპრების ფეხი დადგმულა, სადაც რუსთაველი გაზრდილა, სადაც შალვა ახალციხელს დაუდგამს ფეხი“, - ამბობს ნათელაშვილი.

ასპინძის შემდეგ ნათელაშვილი ახალციხეშიც შეჩერდა. აქ მას საგანგებოდ შეკრებილი მოსახლეობა არ დახვედრია. პრეზიდენტობის კანდიდატი ქალაქის ცენტრალურ პარკში მსხდომებსა და ქუჩაში გამვლელებს გამოელაპარაკა, მოიკითხა, შემდეგ იქვე ლუდის დასალევად შეკრებილი ახალგაზრდები ლუდითვე დალოცა, მოშორებით დადგა და განცხადა:

„ჩემს მესხელებს 27 ოქტომბერს საყოველთაო მხარდაჭერა უნდა გთხოვოთ. თქვენთან აქამდე არ ჩამოვსულივარ, მოვედი ახლა, როცა სამშობლოს პრეზიდენტის პოსტზე ძალიან დავჭირდი. მანამდე კი კმაყოფილი ვიყავი ოპოზიციონერობითაც. პარტიულობა არ შემიცვლია, არ შემიცვლია ლიდერები, არ მივაჭრია თანამდებობის გამო, ვიყავი ისეთი, როგორებიც ხართ თქვენ და როგორიც იქნებოდით თქვენ ჩემს ადგილზე.

დღეს საყოველთაო კრიზისია ყველა მიმართულებთ, ერთი მატყუარა შეცვალა მეორე მატყუარამ. რაც სააკაშვილი იყო, ის გამოდგა ივანიშვილიც - ერთი კაპიკი არ ჩადო ეკონომიკაში, ჩვენი შვილების მომავალში. შესაბამისად, 27 ოქტომბერს უნდა გავცეთ მამაპაპური პასუხი. შალვა ახალციხელმა რომ იცოდა, ისეთი! არ უნდა ავირჩიოთ არავინ ნათელაშვილის მეტი, ეს იქნება მათთვის რისხვა. ეს იქნება სასჯელი მათთვის და შვება ხალხისთვის“.



ნათელაშვილმა მის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ახალციხელებს 3 დაპირება მისცა: რუსეთთან უვიზო ურთიერთობა და მეზობლებთან აღდგენილი ურთიერთობები, უფასო განათლება უმაღლესის ჩათვლით, უფასო ჯანდაცვა სასწრაფო ოპერაციების გათვალისწინებით.

„ ამ 3 კომპონენტს რომ მოვაგვარებთ, მერე ისე წაღმა დატრიალდება საქართველოს ბორბალი ბედნიერებისაკენ, რომ მას ვეღარაფრი გააჩერებს“, - ამბობს ნათელაშვილი.

მას რეგიონისთვის რიგით პირველ პრობლემად გადაჭარბებული თურქული ინვესტიციები მიაჩნია. ნათელაშვილი ფიქრობს, რომ არცერთ ქვეყანას არ უნდა ეძლეოდეს საშუალება მონოპოლიურად დაეუფლოს ქვეყანას: „ბოლოს იქამდეც მივალთ, რომ გადავიქცევით თურქეთის ვილაიეთად. ეს რომ არ მოხდეს, ადგილობრივი ბიზნესი უნდა წავახალისოთ. უნდა იყოს თურქულიც, მაგრამ არა ასეთი კოეფიციენტით, რაც მე დღეს ვნახე. თუ კი სადმე რამე კეთდება, ყველგან თურქეთის ხელი ურევია და რა მნიშვნელობა აქვს ჯარით დაგვიპყრობენ თუ ეკონომიკით?!“

კითხვაზე, თუ რატომ არ სტუმრობდა იგი აქამდე სამცხე-ჯავახეთს ნათელაშვილმა გვიპასუხა: „ვუფრთხილდებოდი ჩემი ხალხის უსაფრთხოებას. აქ იყო ტოტალური თვალთვალი იმ მინისტრების მხრიდან, რომლებიც აქედან არიან წარმოშობით. ხალხს, ვინც ჩემთან მოვიდოდა და ტაშს დამიკრავდა, შესაძლოა საღამოს პოლიცია დადგომოდა თავზე. ამიტომ ვუფრთხილდებოდი მათ“.
ნათლაშვილს 27 ოქტომბერს რეგიონის მხარდაჭერის იმედი აქვს.

„სანამ დამყარდებოდა სააკაშვილის რეჟიმი, მანამდე ყველა არჩევნებს ვიგებდით ახალციხეში, საკრებულო გვაქვს მოგებული. ჩემი ახალციხე მედგა გვერდში ყველაზე მძიმე წუთებში, მაგრამ როცა დამყარდა სააკაშვილის რეჟიმი, ხალხი დაატერორეს. დღეს ტერორი აღარ არის, მაგრამ არის ცდუნება ფულიანი ძიების ძიებისა“, - აცხადებს ნათლაშვილი და ამატებს, რომ დარწმუნებულია „მესხი ხალხი ივანიშვილის ფულებზე არ გაიყიდება“.

ახალციხის შემდეგ ნათელაშვილი ვალეს, ადიგენს, აბასთუმანსა და აწყურს ესტუმრა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.07.2020 უმუშევრად დარჩენილებისათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09.07.2020 ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

09.07.2020 ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება

09.07.2020 აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შალვა ნათელაშვილი: '15 ივნისს 9–ბალიანი მიწისძვრა უნდა მოვუწყოთ ივანიშვილის რეჟიმს'
შალვა ნათელაშვილი ახალციხეში ამომჩევლებს შეხვდა [Video]
მარგველაშვილი ასპინძას ესტუმრა
შალვა ნათელაშვილი: 'ბორჯომის საკრებულომ ოქროს ასოებით ჩაწერა თავისი სახელი ისტორიაში' [Video]
არჩილ თალაკვაძე: თქვენთან მოვედი არა იმისთვის, რომ რამე გთხოვოთ, არამედ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგიცხადოთ [R]
მეეზოვე: სამსახურიდან ჩემი გათავისუფლება მერის დავალებით სცადეს
მარგველაშვილმა ასპინძაში რეგიონის განვითარებაზე ისაუბრა