FM97.5 / LIVE

ახალდაბაში სასმელ წყალში გრძელი ჭია ნახეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.09.2019
ბორჯომში, დაბა ახალდაბაში სასმელ წყალში დამსვენებელმა ჭია ნახა და ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა. ადგილობრივები წლებია დაბინძურებულ სასმელ წყალზე ჩივიან.

ახალდაბაში სასმელ წყალში გრძელი ჭია ნახეს

ერთ–ერთმა დამსვენებელმა, რომელიც დაბა ახალდაბაში აგვისტოში იმყოფებოდა, ჭიის ვიდეო, რომელიც ონკანში სასმელ წყალს გადმოჰყვა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ატვირთა. ვიდეო იხილეთ ბმულზე

როგორც დამსვენებელი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, სასმელ წყალში უცხო სხეულების აღმოჩენის პირველი შემთხვევა არ არის.

„ეს რაღაცა უბედურება მოყვება სასმელ წყალს და მშობლებმა მიაქციეთ პატარებს ყურადღება, შეიძლება არც დააკვირდნენ ისე დალიონ. აკონტროლეთ წყლის ფილტრაცია და ხარისხი, როგორ ჰაერსაც ვსუნთქავთ ისიც გვეყოფა თქვენი მოწამლვა აღარ გვჭირდება“,– წერს დამსვენებელი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ახალდაბაში არსებული დაბინძურებული წყლის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ არაერთი სტატია ააქვს მომზადებული, ბოლო მასალა რვა აგვისტოს მოამზადა.

ახალდაბაში სასმელი წყლის სათავე–ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2017 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შპს „ერისიმედმა“ და „კიევმეტრომშენმა“ შეასრულა. პროექტისთვის 743 928 ლარი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოების დასრულების შემდეგ, საფილტრი სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებისთანავე, წყლის სისტემის შიდა მილები დასკდა და საფილტრი სადგურის გადაკეტვა გახდა საჭირო.

მაშინ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ, „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ მილი, რომელიც სათავე ნაგეგბობას და საფილტრ სადგურს ერთმანეთთან აკავშირებს დაზიანებული იყო და წნევას ვერ უძლებდა. წელს მუნიციპალიტეტმა მილი გამოცვალა, თუმცა ჯერ საფილტრ სადგურს დაერთებული არ არის. დაერთების სამუშაოები კი მაშინ დასრულდება, როცა ახალდაბაში ტურისტული სეზონი დასრულდება.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ახალდაბას გაფილტრული წყალი ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ექნება
მგფ: ახალდაბაში სასმელი წყლის ფილტრები გამართულად მუშაობს
‘ფილტრს რომ ვრთავთ, მილი სკდება’ – ახალდაბაში წელს წყლის პრობლემა ვერ მოგვარდება
‘მილები უკუღმა დააყენეს’ – რაში დაიხარჯა ახალდაბაში 800 000–მდე ლარი [Video]
ახალდაბელები წყლის პრობლემის გამო გზის გადაკეტვით იმუქრებიან
სოფელ ყვიბისში მეწყერისგან დაზიანებული წყლის მილი შეაკეთეს
ახალდაბაში  წყალსადენი  სისტემა  შენდება