FM97.5 / LIVE

სან დიეგოს უნივერსიტეტში ახალციხიდან სამი სტუდენტი ისწავლის

მთავარისიახლე, განათლება 02.09.2019
სან დიეგოს უნივერსიტეტში ახალციხის N1, ქალაქ ვალეს N1 და აწყურის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები ჩაირიცხნენ. სამივე მათგანი კომპიუტერულ ინჟინერიაზე ისწავლის.

სან დიეგოს უნივერსიტეტში ახალციხიდან სამი სტუდენტი ისწავლის

ნოდარ ბერიძემ ახლციხის N1 საჯარო სკოლა დაამთავრა, ნათია ჩანგლიშვილმა ვალეს N1 სკოლა, მარიამ სააკიანი კი აწყურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. მათ განსხვავებული გეგმები, თუმცა ერთი მიზანი აქვთ, უნივერსიტეტისგან მაქსიმალური ცოდნა მიიღონ.

ნოდარ ბერიძემ სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩაბარება ერთი წლის წინ გადაწყვიტა, როდესაც უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სკოლაში პრეზენტაცია გამართეს: „არ მქონდა გადაწყვეტილი სად ჩავაბარებდი ან რაზე. პრეზენტაციის შემდეგ დავინტერესდი, თან ეს პროგრამა, კომპიუტერული ინჟინერია საინტერესოა და ახლა ყველაფერი კომპიუტერულ სისტემაზე გადადის და გამომადგება“.

სწავლის დაწყებამდე საზაფხულო სკოლაში ორკვირიანი მომზადება გაიარა: „უკვე დაგვიბარეს, საზაფხულო სკოლასავითაა აქ. გვაჩვევენ მათემატიკას, ლინგვისტიკას, უკვე დაგვეწყო ლექციები. თავიდან ცოტა გამიჭირდა თან ინგლისურადაა სწავლება“.

სურს რომ სწავლის დამთავრების შემდეგ საკუთარი ცოდნა ისევ თავის ქალაქსა და კუთხეს მოახმაროს.

„კომპიუტერული ინჟინერია ბევრ რამეს მთავაზობს. ახალციხეში არ გვაქვს ძლიერი სისტემები, კომპიუტერული ინჟინრები სჭირდებათ და თუ შესაძლებლობა მომეცემა რაღაცის შექმნის, რაღაცა ინოვაციურის, ვფიქრობ რომ დავეხმარები ჩემს კუთხეს“, – ამბობს ნოდარი.

მარიამ სააკიანი ამ ეტაპზე არ ფიქრობს სწავლის დასრულების შემდეგ ახალციხეში დაბრუნებას, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო დიპლომი და პროფესიით დასაქმებაა.

„ეს სფერო მრავალფეროვანია და ვერ ვამბობ გადაჭრით თუ სად წარმომიდგენია თავი. ალბათ რომელიმე კარგ კომპანიაში. თუმცა ეს შორეული მომავალია. დიდ გეგმებს არ ვაწყობ, ხოლმე მოცემული სიტუაცი ით ვმსჯელობ“,– ამბობს მარიამი.

ამბობს, რომ სიახლეებისათვის მზადაა, რადგან იცის, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ბევრის დათმობაზე წასვლა მოუწევს.

ნათია ჩანგლიშვილმაც სან დიეგოს უნივერსიტეტში კომპიუტერულ ინჟინერიაზე ჩააბარა. მან გამოცდების საბოლოო შედეგების გაგებამდე იცოდა, რომ ამ უნივერსიტეტში მოხვდება, რადგან ეროვნულ გამოცდებამდე უნივერსიტეტის დაფინანსება მოიპოვა.

„7 500 დოლარია გადასახადი დ ამას სახელმწიფო გრანტით ვერ დაფარავ. შესაბამისად უნდა მიიღო შიდა დაფინანსება, გასაუბრების და აპლიკაციის შევსების შემდეგ 6 500 დოლარით დამიფინანსეს“.

უნივერსიტეტისგან კი კარგ განათლებასა და მომავალს ელოდება. საკუთარი თავი, რომელიმე კარგ დეველოპერულ კომპანიაში წარმოუდგენია.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ
სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა
სამცხე-ჯავახეთიდან 5–მა სტუდენტმა სან დიეგოს უნივერსიტეტში სრული დაფინანსება მოიპოვა
ქართულსა და უნარებში ახალციხელმა აბიტურიენტებმა მაღალი ქულები მიიღეს
‘წინ ბევრი კარგი თავგადასავალი გველის’ – 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები ახალციხიდან
სან–დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები ახალციხიდან
100–პროცენტიანი გრანტის მფლობელი აბიტურიენტები ახალციხიდან