FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 79 სტუდენტი დაფინანსდება

მთავარისიახლე, განათლება 02.09.2019
სტუდენტები, რომლებიც არიან: მაღალმთიან ზონაში მცხოვრებლები, დევნილები, არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, შშმ პირები, ომის ვეტერანების შვილები, სოციალურად დაუცველები, ობლების სტატუსის მქონე ან რეპატრირებული მესხების შთამომავლები, სახელმწიფოსგან დაფინანსდებიან.

სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 79 სტუდენტი დაფინანსდება

სახელმწიფო სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტებს დააფინანსებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ.

2019-2020 სასწავლო წლისთვის, სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გამოყოფილია 2 520 000 ლარი.
დაფინანსების მისაღებად, სტუდენტმა 30 სექტემბრამდე განცხადება და თანდართული დოკუმენტები განათლების სამინისტროში ან შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში უნდა წარადგინოს.

სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებს:

► 226 სტუდენტი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში, სწავლობდა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღო მაღალმთიან დასახლებაში.

მათგან:

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 41 სტუდენტი;
(ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტები)
გურიის რეგიონში - 2 სტუდენტი;
(ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
იმერეთის რეგიონში - 12 სტუდენტი;
(ბაღდათის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის და ხონის მუნიციპალიტეტები);
კახეთის რეგიონში - 19 სტუდენტი (მათ შორის, პანკისის ხეობის სკოლებში − 15 სტუდენტი)
(ახმეტის, გურჯაანის, თელავის, საგარეჯოს და სიღნაღის მუნიციპალიტეტები);
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - 14 სტუდენტი;
(დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები);
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - 15 სტუდენტი;
(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტები);
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში - 8 სტუდენტი;
(მესტიის მუნიციპალიტეტი);
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში - 79 სტუდენტი;
(ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები);
ქვემო ქართლის რეგიონში - 27 სტუდენტი;
(ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის და წალკის მუნიციპალიტეტები);
შიდა ქართლის რეგიონში - 9 სტუდენტი;
(გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები).

►170 სტუდენტი, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;

ასევე სტუდენტებს, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, აქედან:

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში – 90 სტუდენტს;
ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთის, ერედვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში – 75 სტუდენტს;

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში – 5 სტუდენტს;

► 5 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

► 5 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

► 26 სტუდენტი, რომლებიც არიან:
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
- 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები.

►5 სტუდენტი, რომლებსაც „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი;

► 50 სტუდენტი, რომლებსაც გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება.

► 100 სტუდენტი, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;

► 25 სტუდენტი, რომლებიც არიან მკვეთრად/ მნიშვნელოვნად/ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

► 50 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

► 16 სტუდენტი, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში;

► 170 სტუდენტი, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.

► 5 სტუდენტს, რომლებიც არიან აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირები.

სოციალური პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდებიან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017 ან 2018 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.

თუ კატეგორიაში/ქვეკატეგორიაში შემავალი სტუდენტების რაოდენობა აღემატება ამ კატეგორიისთვის/ ქვეკატეგორიისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის საფუძველზე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვის დაუფინანსებს სწავლას სახელმწიფო სამცხე–ჯავახეთიდან
აბიტურიენტთა 74% სტუდენტი გახდა
თვითმმართველობის პრეზიდენტობისთვის ორი სტუდენტი იბრძოლებს
ახალციხის მერიიდან სტიპენდიას ათზე მეტი სტუდენტი მიიღებს
რამდენი სტუდენტი მიიღო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა
ახალციხის მერიის სტიპენდიას 14 სტუდენტი მიიღებს
წელს 28053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა