FM97.5 / LIVE

საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი განახლდა ®

მთავარისიახლე, რეკლამა 02.09.2019
ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება ქალაქის მე-3 და მე-5 საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი განახლდა ®
ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი, დღეს ორ სექტემბერს განახლდა. ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება ქალაქის მე-3 და მე-5 საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.

სტუმრები ბაღებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ, დაათვალიერეს კვების ბლოკები და ჯგუფებს სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი მეთოდური მასალები და სათამაშოები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ინიციატივით, ყველა საბავშვო ბაღს მეთოდური მასალები და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები გადაეცა, ამასთან, სამზარეულოს პერსონალისთვის სპეციალური უნიფორმები შეიკერა. ახალი სააღმზრდელო წლიდან მრავალფეროვანია კვების რაციონიც, პატარებს ყოველდღიურად განსხვავებული, სრულფასოვანი ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი მენიუ ექნებათ.

საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი განახლდა ®

საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი განახლდა ®

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ახალციხის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა
რატომ არ განახლდა სასწავლო პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის  ბაღებში
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ახალციხის საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა, თემში ჯერ ისევ ისვენებენ
ბორჯომის ბაღებში სწავლა შეწყვიტეს – რა ხდება რეგიონის სააღმზრდელო დაწესებულებებში
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა