FM97.5 / LIVE

ახალქალაქის მერია: ‘ჭერულას ტაძრის გალავანში მდგარი ფანჩატური დავშალეთ’

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.09.2019
ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, ჭერულას XIII-XIV საუკუნის ტაძრის გალავანში მდგარი საქეიფო ფანჩატური დაშალეს. ისტორიული ძეგლის მიმდებარედ, რკინის კონსტრუქცია უნებართვოდ ადგილობრივების დადგმული იყო.

ახალქალაქის მერია: ‘ჭერულას ტაძრის გალავანში მდგარი ფანჩატური დავშალეთ’

საქეიფო ფანჩატურის დაშლის მოთხოვნით, ახალქალაქის მერიამ სოფელ ბურნაშეთის მცხოვრებლებს, აგვისტოს შუა რიცხვებში მიმართა და ორ კვირიანი ვადა მისცა.

მუნიციპალიტეტის მერი, იური უნანიანი ამბობს, რომ ფანჩატური უკვე დაშლილია: „ვინც გააკეთა, ისევ იმან აიღო. დარწმუნდნენ, რომ არასწორად არჩეული იყო ადგილი და დაშალეს. ამ ფანჩატურს ოთხი-ხუთი სოფლის მცხოვრებლები იყენებდნენ“.

ჭერულას ტაძრის გალავანში საქეიფო ფანჩატურის მშენებლობა პირველად პუბლიცისტმა კუკური მეტრეველმა გააპროტესტა, რის შემდეგაც, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ახალქალაქის მერიას საკითხის შესწავლისთვის მიმართა.

ჭერულას XIII-XIV საუკუნის ტაძარი ახალქალაქიდან, ბაკურიანის მიმართულებით, ცხრაწყაროს უღელტეხილისკენ მდებარეობს. ძეგლს არანაირი მიმანიშნებელი არ აქვს, რომ მას სახელმწიფო იცავს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ჭერულას ტაძრის გალავანში ჩადგმულ ფანჩატურს დაშლიან
ჭერულას ტაძართან ფანჩატურის ჩადგმის ფაქტს ახალქალაქის მერია შეისწავლის
‘მე ტაძარი მტკივა’ - ჭერულას ტაძრის გალავანთან საქეიფო ფანჩატური ჩადგეს
ჭერულას ტაძარს ძეგლის სტატუსი მიენიჭება
ახალქალაქის მერიამ სოფლების აბრების საკითხის შესწავლა დაიწყო
‘როგორც კი დათბება, არასწორად დაწერილ ბანერებს შევცვლით’ – ახალქალაქის მერი
ახალქალაქში ტაძრის ორჯერ დარბევის ფაქტი ჯერ გამოძიებული არ არის