FM97.5 / LIVE

სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის პროცესზე მოწმეები არ მივიდნენ

მთავარისიახლე, სამართალი 02.09.2019
ახალციხის მეხუთე სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის, თემურ ხუციშვილის სასამართლო სხდომაზე, მის მიერ წარდგენილი არცერთი მოწმე გამოცხადდა. დღეს, ორ სექტემბერს ექვსი მოსწავლის მშობელი უნდა დაკითხულიყო.

სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის პროცესზე მოწმეები არ მივიდნენ

მეხუთე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის საქმეზე სასამართლო სხდომა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

„არ ვიცი რატომ არ გამოცხადდნენ, ალბათ გააფრთხილეს, ერთი იყო ვისაც სურვილი ჰქონდა, მაგრამ მე თვითონ ვუთხარი რომ აღარ მოსულიყო“,–გვითხრა პროცესის დასრულების შემდეგ თემურ ხუციშვილმა.

მოწმეების გამოუცხადებლობის მიუხედავად, ხუციშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლოს, დირექტორს მაინც მოუგებს.

დღეს თემურ ხუციშვილმა განაცხადა, რომ სკოლიდან მისი გათავისუფლების მთავარი მოტივი, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, სადაც სკოლის დირექცია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, მხარდაჭერას სთხოვდნენ, თუმცა მან უარი საჯაროდ განუცხადა.

„მე სხვა კანდიდატის მხარდამჭერი ვიყავი და ამას საჯაროდ ვაცხადებდი კიდეც. ამიტომ ყველაფერი გააკეთეს რომ სკოლიდან გამოვეშევე და ათას პროვოკაციებს მიწყობდნენ“,–ამბობს თემურ ხუციშვილი.

დღეს სასამართლო სხდომას, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგებიც ესწრებოდნენ. სხდომის დასრულების შემდეგ, თემურ ხუციშვილის ბრალდებებზე მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორს კომენტარი არ გაუკეთებია.

თემურ ხუციშვილს სკოლა, მეხუთე კლასში მომხდარი ინციდენტის გამო 28 დეკემბერს დაატოვებინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 126 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს. თუმცა იმის გამო, რომ საქმე დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, ძიება შეწყდა, რის შემდეგაც ხუციშვილმა, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზრაურების მოთხოვნით, სკოლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა, 12 სექტემბერს ჩაინიშნა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


29.09.2020 საფეხური: როგორ დავიცვათ მოსწავლეები კორონავირუსთან დაკავშირებული სტრესისგან [აუდიო]

28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს

29.09.2020 ‘ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ სომხეთს’ - ახალციხეში სომხური თემი იკრიბება [ფოტო]

29.09.2020 სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდება – ბესიკ ამირანაშვილი

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა
სკოლის დირექტორი  გათავისუფლებულ  მასწავლებელთან  მორიგებაზე უარს ამბობს
თემურ ხუციშვილის პროცესზე მოსწავლეები და მასწავლებლები დაიკითხნენ
ახალციხის მეხუთე სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებელმა სასამართლოში იჩივლა
თემურ ხუციშვილი: 'დირექტორი ჩემს წინააღმდეგ ბავშვებს წვრთნიდა'
მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის გამო, N5 სკოლიდან მასწავლებელი გაათავისუფლეს
N5 სკოლაში მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო