FM97.5 / LIVE

სოფელ საღამოს ტაძრის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.09.2019
ნინოწმინდის სოფელ საღამოში იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის მინაშენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. არქიტექტურული ნაგებობის რეაბილიტაციისთვის მთლიანობაში 178 900 ლარი დაიხარჯა.

სოფელ საღამოს ტაძრის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
რესტავრაციის შემდეგ

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის სოფელ საღამოში არსებულ ეკლესიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად წარიმართა.

ტაძრის არქიტექტურული ნაწილი დაზიანებული და დეფორმირებული იყო, სახურავი და კამარა ჩამოშლილი: „ეკლესიის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში პროექტის ავტორისა და არქეოლოგის ზედამხედველობით გაწმენდილი და გადარჩეული ავთენტური და სუფთად თლილი ახალი ქვებით აღდგა მინაშენის საყრდენი კედელი, რომელზეც საპირე წყობის ნაკერები კირდუღაბით დეკორატიულად მოილესა. ნაგებობის კედლებზე, პილასტრებზე, კამარებზე და აფსიდაზე გადაეწყო და კირხსნარით დამაგრდა მორყეული ქვები“, - განმარტავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

პროექტის პირველი ეტაპი 2014 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, ტერიტორიის მოპირკეთების სამუშაოებია დარჩენილი, რომელიც 2020 წელს უნდა დაიწყოს.

2018 წელს ტაძრის მთავარი დარბაზი რესტავრირდა.

არქიტექტურული ნაგებობის ჯამურმა სარეაბილიტაციო ღირებულებამ 178 900 ლარი შეადგინა. სარესტავრაციო სამუშაოები კომპანია „არქიტექსმა“ განახორციელა.

სოფელ საღამოს ტაძრის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
რესტავრაციამდე

[თაკო ფეიქრიშვილი, ნინოწმინდა]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება
ბიეთის ტაძრის რესტავრაცია იწყება
ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
აწყურის  ტაძრის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება
ვარძიის ტაძრის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს
სამცხე–ჯავახეთს ნიკა ანთიძე სტუმრობს
აწყურში  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო