FM97.5 / LIVE

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის ვალდებულება ყველა ორგანიზაციას დაეკისრება

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.09.2019
დღეიდან, პირველი სექტემბრიდან დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის ვალდებულება ყველა ორგანიზაციას დაეკისრება

დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები, თუმცა ეს იმ პირობით, თუ მას შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა აქვს გავლილი.

თუ მას ჰყავს 20-დან 100-მდე დასაქმებული, ვალდებულია, ჰყავდეს არანაკლებ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.

100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში კი მან უნდა შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ ორი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.

ზედამხედველ ორგანოს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციას დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე.

საქართველოს ორგანული კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" პირველი სექტემბრიდან ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე.

[sknews.ge]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა

20.01.2020 დიდველის სათხილამურო ტრასა ‘ნოდო’ გაიხსნა

20.01.2020 ‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

20.01.2020 აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'საქართველოს რკინიგზის' 20 თანამშრომელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საერთაშორისო სერტიფიკატები  გადაეცათ ®

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ამოქმედდა
რკინიგზის  თანამშრომლებს შრომის უსაფრთხოების სერთიფიკატები გადაეცათ [R]
შრომის ინსპექციამ აწყურში ხიდის მშენებლობაზე  ხარვეზები გამოავლინა
საქართველოში სამუშაოს შესრულებისას წელიწადნახევრის განმავლობაში 84 პირი დაიღუპა, 270 კი დაშავდა
ახალციხელები ”შრომის კოდექსში” შესატანი ცვლილებების შესახებ
შრომის ინსპექტირება: ‘ობიექტი, საიდანაც მუშა გადმოვარდა შემოწმებული არ იყო’