FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ქალაქის დაარსებიდან 955 წლისთავს აღნიშნავენ [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.09.2019
დღეს, პირველ სექტემბერს ახალქალაქში ქალაქის სახელობითი დღესასწაულის აღნიშვნა 12:00 საათზე დაიწყო. კულტურული და სპორტული ღონისძიებები ქალაქის ცენტრში იმართება.

ახალქალაქში ქალაქის დაარსებიდან 955 წლისთავს აღნიშნავენ [ფოტო]

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში გამოფენილია ადგილობრივი რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ასევე, მოწყობილია ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სამზარეულო, სადაც სტუმრებს კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. დღესასწაულისთვის სამი სახის ტოლმას, ქადას ღაფამას და პარისას დაამზადებენ. ასევე შესაძლებელია ლუდის, თაფლის, ყველის და ტკბილეულის დაგემოვნებაც.

სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი მანქანებია გამოფენილი.

12:30 საათიდან სპორტული შეჯიბრებები დაიწყება, ჭიდაობაში, კარატესა და ჭადრაკში. 14:45 საათზე კი ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი გაიმართება. პატარებს ოჩოფეხებზე შემდგარი ჯამბაზები გაამხიარულებენ.

მოწვეული სტუმრები ასევე გაეცნობიან პურის ცხობის უძველეს ტრადიციას. შემდეგ იქნება ფერების ფესტივალი და ველორბოლა.

ქალაქის დღესასწაული საღამოს დისკოთეკით დასრულდება.

ახალქალაქის მერის იური უნანიანის განმარტებით, ასე მასშტაბურად ახალქალაქის დღე მეორედ აღინიშნება.

ახალქალაქში ქალაქის დაარსებიდან 955 წლისთავს აღნიშნავენ [ფოტო]

ახალქალაქში ქალაქის დაარსებიდან 955 წლისთავს აღნიშნავენ [ფოტო]

ახალქალაქში ქალაქის დაარსებიდან 955 წლისთავს აღნიშნავენ [ფოტო]

ახალქალაქში ქალაქის დაარსებიდან 955 წლისთავს აღნიშნავენ [ფოტო]

[რობი ზარიძე, ახალქალაქი]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ქალაქის დაარსებიდან 954 წლისთავი იზეიმეს [Photo]
ბაკურიანში ფოლკლორული ფესტივალი ‘ფუძეობა 2019’ დაიწყო [ფოტო]
25 აგვისტოს ბორჯომში  სახალხო დღესასწაული 'ბორჯომობა – 2018' გაიმართება
ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ფესტივალი გაიმართება
‘ბორჯომობა 2019’ სპორტული ღონისძიებებით დაიწყო [ფოტო]
26 მაისს სამცხე–ჯავახეთში დაგეგმილი ღონისძიებები
30 აგვისტოს ბორჯომში 'ბორჯომქალაქობას' იზეიმებენ