FM97.5 / LIVE

საკრებულოს თავმჯდომარე: ‘ტელეფონის არასწორად გამოყენების გამო, ვრეჟი ვარსკვლავი გახდა’

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.08.2019
ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარემ, სუმბატ კიურეღიანმა საკრებულოს მოადგილის, ვრეჟ მურადიანის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

საკრებულოს თავმჯდომარე: ‘ტელეფონის  არასწორად გამოყენების  გამო, ვრეჟი ვარსკვლავი გახდა’

„მინდა განცხადება გავარცელო ჩემი მეგობრისა და კოლეგის მხარდასაჭერად, რომელიც დიდი ხანია რაც მასწავლებლად მუშაობს. ორი დღის წინ, სოციალურ ქსელში, ვრეჟი, შეიძლება ითქვას, ვარსკვლავი გახდა. დეპუტატს, ფეისბუქის პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით უნდოდა მოსახლეობისთვის მიეწოდებინა სასიხარულო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელ პატარა გონდურის გზაზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ტელეფონის არასწორად გამოყენების გამო, არასწორ პროგრამაზე დაეჭირა, რამაც გამოიწვია ასეთი ვითარება.

ბევრი იყო ისეთიც ვინც დადებით კომენტარს წერდა, თუმცა იყო დამცინავი პოსტებიც. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს შემთხვევაში“, - განაცხადა კიურეღიანმა.

აღნიშნულ ინფრომაციას nor.ge ავრცელებს.

ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, ვრეჟ მურადიანმა, 26 აგვისტოს ფეისბუქ-ლაივი ჩართო, რომელშიც აჩვენა, როგორ მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. თუმცა, ვიდეოს თანმდევი ეფექტების ფონზე, ყურადღებას სამუშაოებზე მეტად, თავად დეპუტატმა მიიქცია.

კადრებში გზის მშენებლობა ჩანს, რომელმაც ნინოწმინდა სოფელ პატარა გონდურასთან უნდა დააკავშიროს. სამუშაოებს ახორციელებს კომპანია “ჯავახ ავტოგზა”, რომელიც წლებია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მნიშვნელოვანი კონკურენციის გარეშე იმარჯვებს.

[sknews.ge]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატის ფეისბუქ-ლაივი მულტფილმის გმირების ეფექტების ფონზე [ვიდეო]
ნინოწმინდის დეპუტატი: ‘თითი რაღაცაზე მომიხვდა და ვერ მივხვდი რა ჩაირთო’
გოდერძის გზის მშენებლობა დაიწყო
პატარა სმადაში სასაფლაოს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®
დღეს ნინოწმინდის საოლქო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს განიხილავს
რა ეტაპზეა ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობა [Photo]
დეპუტატი შესაძლო გარყვნილი ქმედების საქმეზე: ‘პიროვნებას, ვისაც ვწერდი, არ ვიცნობდი’