FM97.5 / LIVE

მოვუწოდებთ მხარეებს, თავიდან აირიდონ ესკალაცია - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩორჩანასთან არსებულ ვითარებაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 31.08.2019
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოვუწოდებს ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია. რუსეთის საგარეო უწყება კი აცხადებს, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაძაბულობის ესკალაცია, ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობამ გამოიწვია.

მოვუწოდებთ მხარეებს, თავიდან აირიდონ ესკალაცია - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩორჩანასთან არსებულ ვითარებაზე

„ამერიკის შეერთებული შტატები თვალს ადევნებს ცნობებს სამხედრო ძალის ზრდასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ხაზთან. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია და იმუშაონ ევროპული სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მეშვეობით, ვითარების გასანეიტრალებლად. აგრეთვე, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა არსებული არხი, ადმინისტრაციულ ხაზთან ვითარების შემდგომი ესკალაციის ასარიდებლად”, – წერია განცხადებაში.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ამტკიცებენ, რომ ქართველი პოლიციელები სოფელ წნელისში არიან განლაგებულნი. ქართული მხარის განცხადებით კი, პოლიციის პოსტი სოფელ ჩორჩანასთან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

სოფელი წნელისი 2008 წლის შემდეგ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა აკონტროლებს. რაც შეეხება ჩორჩანას, ესაა სოფელი შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული წნელისის მოსაზღვრედ. მასზე ქართული მხარის კონტროლი ვრცელდება. ჩორჩანაში 2014 წლის აღწერით 60-მდე ადამიანი ცხოვრობს.

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაძაბულობის ესკალაცია, ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობამ გამოიწვია.

„გამოვთქვამთ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაძაბულობის ესკალაციის გამო, რომელიც სამხრეთ ოსეთის სოფელ წნელისთან ახლოს, ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობამ გამოიწვია, - ამის შესახებ ნათქვამია სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ეს პროვოკაციული ქმედებები განხორციელებულია იმ ფონზე, როდესაც თბილისმა არაერთგზის თქვა უარის ცხინვალის წინადადებაზე, დაიწყოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე მოლაპარაკებები“.

სამხედრო ექსპერტი თეონა აქუბარდია „ნეტგაზეთთან“ განმარტავს, რომ ვეყანამ საგუშაგოსთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია შეინარჩუნოს. თუმცა, მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ერთიანი სტრატეგიით იმოქმედოს, გააანალიზოს რისკები და “არ გადადგას ნაბიჯები იმ პოზიციებიდან, რომლებიც წარმატებულად უკავია”.

“ეს არის გარკვეულწილად ნერვების ომი, თუ ვის უმტყუნებს პირველს. თუ საქართველო ამ ომს წააგებს, ეს იქნება რუსეთის პირდაპირ მოწვევა, რომ მან განახორციელოს დამატებითი პროვოკაციები, შემოვიდეს სიღრმეში და მეტი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინოს”, – აცხადებს სპეციალისტი და საგუშაგოსთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის შენარჩუნებას უსვამს ხაზს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან სამხედრო კამპანიას არ ელის, ვინაიდან ეს თავად მოსკოვიც ინტერესებშიც არ შედის.

[sknews.ge]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ცხინვალმა ქართულ მხარეს საგუშაგოს ტერიტორიაზე შეხვედრა შესთავაზა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს
აშშ: ‘შეწყდეს საქართველოს ტერიტორიის არაკანონიერი ოკუპაცია’
ოკუპირებულ წნელისში ტექნიკური შეხვედრა დასრულდა
სუს-ი არ ადასტურებს რუსი სამხედროების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას
მითების დეტექტორი [R]
სენატორი ბენ კარდინი: 'საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამიზიარა შეშფოთება რუსეთის განუწყვეტელი ზეწოლის შესახებ' [R]