FM97.5 / LIVE

ოკუპირებულ წნელისში ტექნიკური შეხვედრა დასრულდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 30.08.2019
მოლაპარაკება დასრულდა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას საგუშაგო კოშკი ადგილზე რჩება. ჩაინიშნა კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა ერგნეთში.

ოკუპირებულ წნელისში ტექნიკური შეხვედრა დასრულდა
ფოტო: ია თინიკაშვილი

ჩვენმა კოლეგებმა ცხინვალიდან შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ მათი განზრახვა არასოდეს არ ყოფილა ულტიმატუმის ენით საუბარი, - ამის შესახებ უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ სოფელ ჩორჩანასთან, ქართულ მხარის, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, რომ შეიცვალოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით, ქემოკლიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი შეხვედრაზე არ განხილულა, თუმცა „მოცემულ მომენტში, საგუშაგო თავის ადგილას რჩება“.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანთაძემ სოფელ ჩორჩანასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე შეინიშნებოდა რომ არის მზაობა, დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს და მიიღწეულ იქნას შეთანხმება.

„ყველა მონაწილე შევთანხმდით ერთ მნიშვნელოვან პრინციპზე, რომ ჩვენი მცდელობები მიმართული იქნება დაძაბულობის დეესკალაციისკენ და შემდგომშიც გატარებული იქნება ყველა ძალისხმევა, რომ ყველა გართულება განიმუხტოს კონსტრუქციული დიალოგის გზით“, - განაცხადა ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 აგვისტოს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ მათ ქართული მხარისგან სოფელ ჩორჩანას საგუშაგოს აღება და პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვეს. შეხვედრა კი "ქართული მხარის მიერ კონსტრუქციულ დიალოგზე არწასვლის" გამო დატოვეს.

[sknews.ge]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ცხინვალმა ქართულ მხარეს საგუშაგოს ტერიტორიაზე შეხვედრა შესთავაზა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს
მოვუწოდებთ მხარეებს, თავიდან აირიდონ ესკალაცია - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩორჩანასთან არსებულ ვითარებაზე
ახალციხეში „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული შეხვედრა მიმდინარეობს
ივლიტაში სპორტული მოედანი არჩილ ტატუნაშვილის სახელობის იქნება
NDI-მ მრჩეველთა საბჭოს ეფექტიანობის შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
ახალციხეში პრეზიდენტთან შეხვედრაზე რეგიონის პირველი პირები არ მივიდნენ