FM97.5 / LIVE

100–პროცენტიანი გრანტის მფლობელი აბიტურიენტები ახალციხიდან

მთავარისიახლე, განათლება 30.08.2019
შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა ერთიანი ეროვნულ გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ქალაქ ახალციხეში 100 %–იანი გრანტის მფლობელებს შორის ნიკა ქურდაძე და ქეთი შალუტაშვილი არიან. ორივე აბიტურიენტი თავისუფალ უნივერსიტეტში ისწავლის.

100–პროცენტიანი გრანტის მფლობელი აბიტურიენტები ახალციხიდან

ქეთი შალუტაშვილმა თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე, 100 %–იანი გრანტით მოხვდა. იგი ელოდა ამ შედეგს, რადგან გამოცდებში კარგი ქულები ჰყავდა. თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაბარება ახლობლებმა ურჩიეს. მან ახალციხის N1 საჯარო სკოლა დაამთავრა.

„თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობს ჩემი რამდენიმე ნაცნობი და მათგან ვიცოდი ამ უნივერიტეტის შიდა სამზარეულო, სწავლების სტილი, ლექტორები, საგნები. ასევე ვიყავი ღია კარის დღეზე, სადაც საბოლოოდ გადავწყვიტე ეს უნივერსიტეტი. ვფიქრობ რომ უნივერსიტეტი მომცემს დიდი გამოცდილბას“,– ამბობს ქეთი.

ქეთის ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი მომავალში რა პროფესიას დაეუფლება, იგი ძიების პროცესშია. ამ ეტაპზე კი სხვა ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა, ახალი სასწავლებელი და გარემო ცოტა აშინებს და ნერვიულობს.

„თბილისი ახალციხესთან შედარებით საკმაოდ განსხვავებულია და დრო დამჭირდება სანამ შევეგუები”.

თუმცა უნივერსიტეტისგან დიდი მოლოდინები აქვს და ფიქრობს რომ კარგ ცოდნას მიიღებს.

„მზექას“ კურსადთავრებულმა ნიკა ქურდაძეც 100 %–იანი გრანტით თავისუფალ უნივერსიტეტში, ოღონდ ფიზიკის პროგრამაზე ისწავლის.
ნიკას ფიზიკა ბავშვობიდან უყვარს და ამბობს, რომ საკუთარ თავს მეცნიერებაში ხედავს: „ფიზიკა, რომ იცი ყველაფერს სხვანაირი თვალით უყურებ. ფიზიკის სწავლა ჩემით დავიწყე მანამდე, სანამ სკოლაში საგანს დავიწყებდით. პირველად ფიზიკის სწავლა რომ დავიწყე და გარშემო ვიყურებოდი, ვხვდებოდი რომ თურმე ყველაფერი ფიზიკის კანონი იყო“.

საკუთარ წარმატებაში მას ეჭვი არ ეპარებოდა, რადგან გამოცდებში მანაც უმაღლესი ქულები მიიღო. მისი წარმატების შესახებ „სამხრეთის კარიბჭემაც“ დაწერა.

ქეთის და ნიკას მსგავსად 100 %–იანი დაფინანსება სხვა აბიტურიენტებმაც მიიღეს.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, სახელმწიფო გრანტი 6 546-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან 100%-იანი გრანტი 1011-მა აბიტურიენტმა მიიღო, 70%-იანი დაფინანსება მიიღო 1455-მა აპლიკანტმა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება 4083-მა აბიტურიენტმა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

100%–იანი გრანტი ახალციხეში 16–მა აბიტურიენტმა მიიღო
‘წინ ბევრი კარგი თავგადასავალი გველის’ – 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები ახალციხიდან
ქართულსა და უნარებში ახალციხელმა აბიტურიენტებმა მაღალი ქულები მიიღეს
დღეს ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება
აბიტურიენტთა 74% სტუდენტი გახდა
მერი კავთელიშვილმა აშშ-ის უნივერსიტეტისგან $250 000-იანი გრანტი მიიღო
ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები