FM97.5 / LIVE

აწყურში სატვირთო მანქანამ ელექტოგადამცემი ხაზი დააზიანა

მთავარისიახლე, შემთხვევა 29.08.2019
დღეს, 29 აგვისტოს ახალციხეში, სოფელ აწყურში სატვირთო მანქანამ ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა. შემთხვევის შედეგად, ცენტრალურ მაგისტრალზე მანქანების მოძრაობა დროებით შეიზღუდა, სოფლის ნახევარს დენი ამ დრომდე არ მიეწოდება.

აწყურში სატვირთო მანქანამ ელექტოგადამცემი ხაზი დააზიანა
შემთვევა დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. ელექტროენერგიის მიწოდება 70–მდე ოჯახს შეუწყდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„მაღალგაბარიტიანი მანქანა იყო კაბელს მოედო. რამდენიმე ოჯახს მანჯავიძის უბანში დენი არ მიეწოდება“,–ამბობს აწყურის რწმუნებული რომან გორგაძე.

კომპანია „ენერგო პრო–ჯორჯიაში“ გვითხრეს, რომ პრობლემის მოკვლევა მიმდინარეობს.

„მანქანამ გაწყვიტა კაბელი, მიმდინარეობს პრობლემის მოკვლევა, როცა ეს დასრულდება შემდეგ აღდგება ელექტროენერგია“,– განმარტეს კომპანიაში.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც.

აწყურში სატვირთო მანქანამ ელექტოგადამცემი ხაზი დააზიანა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ახალციხის ცენტრალურ ქუჩებს ელექტროენერგია არ მიეწოდება
უამინდობის გამო, ახალციხის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ახალციხეში 1700–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ახალციხის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება
ახალციხის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
თამარაშვილის ქუჩის ნაწილს დენი არ მიეწოდება – როდის ჩაირთვება ელექტროენერგია