FM97.5 / LIVE

ორი თვეა თამარაშვილის ქუჩაზე ტროტუარი გადათხრილია [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.08.2019
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის გაწმენდა დასრულდა, თუმცა, მეორე თვეა ტროტუარზე გადაადგილება შეუძლებელია, ორი მეტრი სიღრმის არხზე გადასასვლელი ღიადაა დატოვებული და არც ამკრძალავი ლენტია გაბმული.

ორი თვეა თამარაშვილის ქუჩაზე ტროტუარი გადათხრილია [ფოტო]

ტროტუარი თამარაშვილის ქუჩის ყველაზე ხალხმრავალ ადგილზეა გადათხრილი, ამის გამო გამვლელები სამანქანო გზაზე დადიან.

ტროტუარის მიმდებარედ არც გამაფრთხილებელი ნიშანია დამონტაჟებული და არც ამკრძალავი ლენტია გავლებული. ადგილობრივების თქმით, დიდი ალბათობაა იმის, რომ არხში გამვლელი ჩავარდეს.

„ვისაც არ გაუვლია და არ იცის სახიფათოა, სანამ კიდესთან არ მივა, რთული შესამჩნევია, რომ ტროტუარია გადათხრილი. განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვისაა. მოხუცებს კი, კარგი სავარჯიშო აქვთ, წინ მერე ისევ უკან, მერე ბორდიურზე ასვლა, ჩამოსვლა და გზის გაგრძელება “, – ამბობს ტროტუართან მდებარე მაღაზიის მეპატრონე.

ტროტუართან მდებარე საცხობში ამბობენ, რომ გამვლელები ხშირად საყვედურობენ მათ, გადათხრილი ტროტუარის გამო.

„დღე არ გავა, ვინმემ რომ საყვედური არ გვითხრას, ჰგონიათ რომ ჩვენ გადავთხარეთ, ან რაიმეს ვაშენებთ, ყოველდღე გვიწევს იმის ახსნა რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ და ისევე გვაწუხებს ეს ტროტუარი, როგორც მათ“, – ამბობს საცხობის თანამშრომელი.

ინფრასტრუქტურის საკითხებში მერის მრჩეველის, გელვასი გელაძის თქმით, საპროექტო განაცხადის მომზადება დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო და ახლა პროექტი ექსპერტიზას გადის: „როგორც კი პროექტი ექსპერტიზას გაივლის, გამოცხადდება ტენდერი სანიაღვრე არხის შეკეთებისთვის, ამის შემდეგ გვეცოდინება როდის მოხერხდება ტროტუარის შეკეთებაც. ახალი ბეტონის არხი უნდა გაკეთდეს კაპიტალურად, ახლა კი გაწმენდილია, მაგრამ რამდენჯერმე იწვიმებს და ისევ გაიბიდნება. სანამ არხი მთლიანად არ გაკეთდება, ტრუტუარის გაკეთება არ იგეგმება“.

რაც შეეხება ადგილზე უსაფრთხოების ზომებს, გელვასი გელაძის თქმით, ტერიტორიაზე გავლებული იყო ლენტი, თუმცა უცნობია როდის ან ვინ ჩამოგლიჯა.

ძლიერი წვიმის შედეგად, მიმდინარე წლის ივლისში თამარაშვილის ქუჩა ორჯერ დაიტბორა. გაწმენდითი სამუშაოები რვა ივლისს დაიწყო. პროექტის მომზადება მუნიციპალიტეტის მერიაში კი დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაიწყეს.

ორი თვეა თამარაშვილის ქუჩაზე ტროტუარი გადათხრილია [ფოტო]

ორი თვეა თამარაშვილის ქუჩაზე ტროტუარი გადათხრილია [ფოტო]

[რობი ზარიძე, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სახიფათო ტროტუარი თამარაშვილის ქუჩაზე [ფოტო/ვიდეო]
ახალციხეში თამარაშვილის ქუჩა ისევ დაიტბორა [ფოტო]
თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის გაწმენდა დაიწყეს
თამარაშვილის ქუჩაზე დატბორილი ეზოები და სანიაღვრე არხი ისევ გასაწმენდია
თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შეკეთებული ტროტუარი სანიაღვრეს გარეშე