FM97.5 / LIVE

მედია და ხელისუფლება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 29.08.2019
აჭარის ტელევიზია, „რუსთავი 2“ და „ტვ პირველი“. მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ქვეყანაში მიმდინარე მედია პროცესებზე საუბრობს.

მედია და ხელისუფლება

აჭარის ტელევიზია – ლიბერალური ღირებულებისთვის დასჯილი არხი

აჭარის ტელევიზიის გენერალურ დირექტორი, ნათია კაპანაძე 19 აპრილს, მრჩეველთა საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა.

ნათია კაპანაძე ტელევიზიის დირექტორად სამი წლით 2016 წელს დაინიშნა. მას ვადის ამოწურვამდე ექვსი თვე ჰქონდა დარჩენილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ოთხი თვეა ვერ შეარჩიეს. დირექტორის ასარჩევად კონკურსი მეოთხედ გამოცხადდა, წინა სამ მცდელობაზე მრჩეველთა საბჭოს ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.

„არხის მიმართ ნდობა იყო მაღალი. ყველა ამბობდა რა კარგად ვითარდება აჭარის ტელევიზია, მაგრამ აღმოჩნდა რომ ზუსტად ეს იყო ხელისშემშლელი და ამიტომაც საჭირო გახდა დირექტორის, ნათია კაპანაძის მოშორება, რომ ეს პროცესი დამუხრუჭებულიყო.

ხელისუფლებას არ აწყობს ტელევიზია, რომელიც საზოგადოებას ძალიან სწორ მეგზურად ექცა.

ხელისუფლებას არ აწყობს ტელევიზია, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს სწორ კურსს, როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენი ყოფა, ჩვენი ყოველდღიურობა.

ჩვენ თუ ავიღებთ და ამ მოდულს მიუსადაგებთ თბილისში საზოგადოებრივ მაუწყებელს დავინახავთ რომ ეს მოდელი აქ არ არის, არც ჩაუფიქრებიათ, არც მოუნდომებიათ და ამიტომაც არის წარუმატებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი თბილისში.

ახლა უცბად რომ დაინახეს რომ ეს სარედაქციო პოლიტიკა, ეს ლიბერალური ღირებულებებისადმი ერთგულება არის აჭარის არხის, ზოგადად სარედაქციო პოლიტიკა დაიწყეს ამდაგვარი ბრძოლა“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

„რუსთავი2“ – „მთავარია არ იყოს კრიტიკული შინაარსის ტელევიზია, რომელიც არ მოსწონს ხელისუფლებას“

18 ივლისს, „რუსთავი 2“ რეესტრმა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერი, პოლიტიკური გადაცემების წამყვანები. „რუსთავი 2” პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით წამოვიდნენ ჟურნალისტები.

„ხელისუფლებისთვის სარედაქციო პოლიტიკის მართვა იყო მთავარი „რუსთავი 2“–ის შემთხვევაშიც“, – მიაჩნია ზვიად ქორიძეს.

„გახდა ქიბარ ხალვაში არხის მესაკუთრე და რა გააკეთა მან ამ ერთი თვის განმავლობაში? მან შეძლო შეუძლებელი. მოხსნა დირექტორი, მოხსნა საინფორმაციო პროგრამის ხელმძღვანელი და სამსახურიდან დაითხოვა ყველა მნიშვნელოვანი ჟურნალისტი და თქვა, რომ ეს ადამიანები მე არ მჭირდება აქ. გამოიტანა არხი გასაყიდად.

ხიბარ ხალვაშს ეს ტელევიზია იმიტომ კი არ ჩაუვარდა ხელში რომ ის მართლა მეპატრონეა, ან ოდესმე ყოფილა ტელევიზიის მესაკუთრე. ის იყო მფლობელი ამ არხის, რადგან მაშინ ასე დაავალა მას მიხეილ სააკაშვილმა და ირაკლი ოქრუაშვილმა და როდესაც, ირაკლი ოქრუაშვილი აღარ იყო პირველი ვეზირი უკვვე სააკაშვილის კარზე, მომენტალურად მოუწია ქიბარ ხალვაშსაც გაგდება. მას ჰქონდა დაკისრებული მოურავის ფუნქციები და ის მოურავის ფუნქციებს წარმატებით ასრულებდა იმ დრომდე, ვიდრე მისი იქ ყოფნა უნდოდა მიხეილ სააკაშვილს.

ქიბარ ხალვაშის რეალური სხვა ბიზნესი იყო წარმატებული. წარმატებული იყო სწორედ იმიტომ რომ ის ახლოს იყო ირაკლი ოქრუაშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან. სიახლოვე დამთავრდა! გაუშვეს „რუსთავი 2“ – დან ის და ყველა ბიზნესიც დაკარგა.

აი, ეს არის მნიშვნელოვანი რომ ქიბარ ხალვაში წარმატებული ბიზნესმენია მაშინ თუ ის ახლოს არის ხელისუფლებასთან. დღეს, სწორედ ამ სიახლოვით დაელაპარაკა ის ბიძინა ივანიშვილს და მიიღო გარანტიები, რომ ხელისუფლება თავის ბიზნესში დაეხმარებოდა თუ ის ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რაც ხელისუფლებას სჭირდებოდა „რუსთავი 2“ –ში. ქიბარ ხალვაში ამ ამოცნას თავს კარგად ართმევს. ერთი თვის თავზე რაც არხი დაირეგისტრირა შეძლო ის რომ არხს დაუკარგა ყველაფერი, მათ შორის რეიტინგიც.

ქიბარ ხალვაშმა ეს შეძლო ხუთიანზე!

ქიბარ ხალვაშს ურჩევნია „რუსთავი 2” რაც მეტად გადავა თვითკვდომის რეჟიმში. მას არც სენტიმენტები აქვს ამ არხისადმი და არც ბიზნეს გათვლა“, – ამბობს მედიაექსპერტი.

„ტვ პირველი“ – უფრო პოლიტიკა

„ტვ პირველის“ საკითხი არ უკავშირდება მხოლოდ სატელევიზიო ბაზარს. „ტვ პირველის“ საქმე პირდაპირ არის გადაჯაჭვული პოლიტიკურ პროცესთან რომელიც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საჯაროდ მიმართეს საზოგადოებას და განაცხადეს, რომ ისინი აფუძნებენ საზოგადოებრივ მოძრაობას არ გამორიცხავენ პოლიტიკური პარტიის შექმნას და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. ანუ პოლიტიკური პროცესი დაიწყო და ამ პროცესის მიმართ ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. მას რა თქმა უნდა ეს პროცესი არ გაიშალოს.

ახლა პოლიტიკურ მოედანზე ჩვენ ვხედავთ ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს. ერთი დევნილია, მეორე არაფორმალური მმართველი და სხვა პოლიტიკური მოთამაშეები მოედანზე არ ჩანან და ბუნებრივია ამ პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა, სადაც ბიძინა ივანიშვილი თავს კომფორტულად გრძნობს არ უნდა და არც მის ინტერესებში შედის.

და ჩნდება ისტორია, ეგრეთწოდებული „ფულის გათეთრების“, რომელიც საზოგადოებას მიაწოდეს და რომელშიც მონაწილეობს ერთის მხრივ, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და მეორეს მხრივ, ავთანდილ წერეთელი, რომელიც არის „ტვ პირველის“ მესაკუთრის მამა.

და აი 11 წლის წინადელი საფინანსო ოპერაციის გახსენებით, ხელახლა დატრიალებით და საზოგადოებისთვის ხმაურიანი სახელწოდებით რომ ფულის გათეთრების ისტორია საქართველოში, ხელისუფლების მიზანი არის ერთის მხრივ მოახდინოს ზეწოლა „ტვ პირველზე“ და მეორეს მხრივ დაშანტაჟება ვახტანგ წერეთლის. დღეს ხელისუფლება ციხეს როგორც რეპრესიულ მექანიზმს იყენებს“, –აცხადებს ზვიად ქორიძე.

„ხსნა ყველგან არის“ – „ინფორმირებული არჩევანი“

„უნდა მოვახერხოთ რომ საზოგადოება იყოს მობილიზებული. დღეს ძალიან ადვილია ჩაიქნიოს ხელი მოქალაქემ და თქვას, კარგი რა! რა ავტორიტარიზმზე მესაუბრებით, ახლა მთავარია ცხოვრების დონემ აიწიოს ქვეყანაში და თუ დააკვირდებით ხელისუფლება ყოველთვის აქცენტს სოციალური დონის გაუმჯობესებაზე აკეთებს.

კეთილდღეობის მიღწევა გამართული დემოკრატიული პროცესების გარეშე არ ხდება.

პირველად საქართველოს ისტორიაში უნდა გაიმართოს პროპორციული არჩევნები, ყოველშემთხვევაში დაპირება ასეთი იყო. და ეს არჩევნები არის ძალიან დიდი გამოცდა ჩვენი საზოგადოებისათვის, მაგრამ ამ არჩევნებს ახლავს საგანმანათლებლო ფაქტორი. ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს მეტი ინფორმაცია თუ რა არის პროპორციული არჩევნები და ეს ცვლილება რაში გამოადგება საზოგადოებას. ამაზე უნდა საუბრობდეს მედია. დღეს კი მედიას ამისთვის არ სცალია, დღეს მედია თავის გადარჩენისთვის იბრძვის.

საგანგებოდ ვაკვირდები ტელეკომპანია „იმედის“ პროგრამებს, თითქმის ყველა გამოშვებაში ხდება გაშუქება, რომელი მერი, რომელი საკრებულოს თავმჯდომარე, რომელი მაჟორიტარი დეპუტატი, ან მინისტრი სად ჩავიდა, რომელ ამომრჩეველს დაელაპარაკა. ანუ, უკვე იმედმა გვიკარნახა ჩვენ, რომ მთავრობამ დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია ისე, რომ საზოგადოებას ჯერ ამბავიც კი არ მიაწოდა იცვლება საარჩევნო სისტემა თუ არ იცვლება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 24 ივნისს, მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 2020 წლის არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით ჩატარდება. ამ დრომდე საზოგადოებამ არ იცის ამ ორი თვის განმავლობაში კანონპროექტის სახით თუ არსებობს ეს ცვლილება.

საზოგადოოება უკვე უნდა იყოს ჩართული ამ დიკუსიაში, რომ ხვალ და ზეგ პარლამენტში შევიდეს და პარლამენტმა იმსჯელოს. ეს საკონსტიტუციო თემაა და საკონსტიტუციო ცვლილებას დრო უნდა. თუ ამ ყველაფერს ჩვენ მივიტანთ გაზაფხულამდე ეს კიდე უფრო მეტად წაგვართმევს დროს რომ გვყავდეს შემზადებული საზოგადოება ინფორმირებული არჩევანისთვის.

თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვთქვათ რომ ახლა არის ამის შეცვლის დრო და ამ შეცვლაში იგულისხმება პირველ რიგში რა? ჩვენ უნდა გვქონდეს რაც შეიძლება მრავალპარტიული გარემო, ჩვენ უნდა გვქონდეს რაც შეიძლება თავისუფალი მედია და ჩვენ უნდა გვქონდეს რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი ბიზნესი და გვყავდეს კარგად ინფორმირებული ამომრჩეველი. აი, ეს არის აუცილებელი, იმისათვის რომ განვითარდე“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

‘რუსთავი 2’ საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა
ნიკა გვარამია ‘რუსთავი 2’–ის გენერალური დირექტორი აღარ არის
'რუსთავი 2-ის' ჟურნალისტების შეთავაზებაზე საბჭო შექმნილიყო, ხალვაშმა უარი თქვა
ზვიად ქორიძე: ”საზოგადოება უნდა გააქტიურდეს და მედია გამოაფხიზლოს“
უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა
‘რუსთავი 2’ – მოვლენების ქრონოლოგია
ბიძინა ივანიშვილი - 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება