FM97.5 / LIVE

ნინოწმინდის დეპუტატი: ‘თითი რაღაცაზე მომიხვდა და ვერ მივხვდი რა ჩაირთო’

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.08.2019
ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატი, ვრეჟ მურადიანი მის მიერ გადაღებულ ფეისბუქ–ლაივთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

ნინოწმინდის დეპუტატი: ‘თითი რაღაცაზე მომიხვდა და ვერ მივხვდი რა ჩაირთო’

როგორც ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ვრეჟ მურადიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, ლაივით ოთხი სოფლის მოსახლეობისთვის გზის მოწყობის სამუშაოების ჩვენება უნდოდა.

„დიდი ხანია დიდი და პატარა გონდურის, დილიფის და მამწარას მკვიდრები ამ გზის გაკეთებას ითხოვენ, ამიტომ გადავწყვიტე ლაივი ჩამერთო და მეჩვენებინა გზის გაწმენდითი სამუშაოები როგორ მიმდინარეობდა, შემდეგ კი ასფალტსაც დააგებენ“.

მურადიანი ამბობს, რომ მას ლაივით მხოლოდ ორჯერ ისარგებლა:„სულ შემთხვევით, ჩართვის დროს თითი რაღაცაზე მომიხვდა, ინგლისურად ეწერა რაღაც, ვერც მივხვდი რა მოხდა, ჩემს შვილს დავურეკე. საერთოდაც მეგონა სხვა ვინმე რამეს მიკეთებდა და მითხრა ეტყობა ხელი მოგიხვდაო. შევრცხვი, მასწავლებელიც ვარ, ჩემი მოსწავლეები რას იფიქრებენ, ეს ხომ მართლა შემთხვევით დამემართა“.

ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, ვრეჟ მურადიანმა, ფეისბუქ-ლაივი ჩართო, რომელშიც აჩვენა, როგორ მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. თუმცა, ვიდეოს თანმდევი ეფექტების ფონზე, ყურადღებას სამუშაოებზე მეტად, თავად დეპუტატმა მიიქცია.

აღნიშნული ინფორმაციას და ვიდეო „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, ფეისბუქ-ლაივი დეპუტატმა 26 აგვისტოს გაუშვა.

ნინოწმინდის დეპუტატი: ‘თითი რაღაცაზე მომიხვდა და ვერ მივხვდი რა ჩაირთო’

[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატის ფეისბუქ-ლაივი მულტფილმის გმირების ეფექტების ფონზე [ვიდეო]
საკრებულოს თავმჯდომარე: ‘ტელეფონის  არასწორად გამოყენების  გამო, ვრეჟი ვარსკვლავი გახდა’
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა
ნინოწმინდის საკრებულოში 11–ვე მაჟორიტარი "ოცნებიდან" იქნება
ბორჯომში აღმაშენებლის ქუჩაზე  გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
2 ოპოზიცია, 24 „ოცნება“ – საკრებულოს შემადგენლობა ნინოწმინდაში
ახალციხე-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია