FM97.5 / LIVE

‘შოთაობის’ ორგანიზებისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.08.2019
ასპინძაში, სახალხო დღესასწაულის „შოთაობა 2019“–ის ორგანიზებისთვის გამოცხადებული ტენდერი, რომელიც 28 სექტებმერს სოფელ რუსთავში უნდა გაიმართოს ჩაიშალა. პრეტენდენტ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

‘შოთაობის’ ორგანიზებისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

„შოთაობის“ სახალხო დღესასწაულისათვის გამოცხადებული ტენდერი, სადაც განაცხადების მიღების ბოლო ვადა, 22 აგვისტოს იყო, უარყოფითი შედეგებით დასრულდა. ტენდერში მონაწილეობას მხოლოდ ერთი პრეტენდენტი „ქუთაისის კულტურულ ახალგაზრდული ცენტრი“ იღებდა, რომელსაც ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

სახალხო დღესასწაულისათვის ტენდერი 20 313 ლარზე იყო გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულ კომპანიას ორგანიზება შემდეგი ღონისძიებისთვის უნდა გაეწია: საზეიმო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით; ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვრებისა და შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა; მესხური ტრადიციებისა და სამზარეულოს წარმოჩენის მიზნით, მესხური ოდა-პავილიონების მოწყობა, სადაც ასპინძის მუნიციპალტეტში შემავალი სოფლები, სტუმრებს ტრადიციულ სამზარეულოს გააცნობენ; გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება; ასევე კულტურული ღონისძიებების პარალელურად, უნდა დაეგეგმა სპორტული ღონისძიებებიც: ქართული ჭიდაობა, ჯილდაობა (ქვის აზიდვა) და მაკლავჭიდი.

სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ 2008 წლიდან აღდგა და იგი სოფელ რუსთავის ტერიტორიაზე იმართებოდა. 2013 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ცვლილებასთან ერთდ, ღონისძიების ჩატარების ადგილიც შეიცვალა და რუსთავიდან ვარძიაში გადაინაცვლა. ექვსი წლის შემდეგ, „შოთაობა“ ისევ სოფელ რუსთავში გაიმართება.

ასპინძის მერიაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ ვარძიის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და ამიტომ სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში ჩატარდება.

სახალხო დღესასწაულისათვის ტენდერი 14 აგვისტოს გამოცხადდა.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 სახალხო დამცველი საკარანტინო ზონებში ვითარების შესწავლას იწყებს

06.04.2020 სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები მომხმარებლებისთვის ღიაა

06.04.2020 ‘მიწა უნდა დავამუშავო და სახლიდან ვერ გავდივარ, 73 წლის ვარ’ - ახალციხელი ფერმერი

06.04.2020 ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მოესწრება თუ არა ასპინძაში ‘შოთაობის’ ორგანიზება – ტენდერი მეორედ გამოცხადდა
ასპინძაში სახალხო დღესასწაულის 'შოთაობის' აღნიშვნა გადაიდო
'შოთაობის' სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში გაიმართება
‘შოთაობის’ ორგანიზებისთვის მეორედ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაულს 'შოთაობას' ზეიმობენ [ფოტო]
ასპინძის მერია 'შოთაობისთვის' ემზადება
'შოთაობისთვის' გამოცხადებული ტენდერი არ შედგა