FM97.5 / LIVE

კარტიკამში ახლად დაგებულ გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობა გააპროტესტეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.08.2019
ახალქალაქში, სოფელ კარტიკამში ადგილობრივები კომპანია შპს „ჯავახ ავტოგზის“ სატვირთო მანქანების ახალდაგებულ გზაზე მოძრაობას აპროტესტებენ. მათი თქმით, მძიმეწონიანი მანქანები გზას აფუჭებენ.

კარტიკამში ახლად დაგებულ გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობა გააპროტესტეს
ფოტო: jnews.ge

ბავრა–კარტიკამი–აბულის გზაზე ასფალტს შპს არალი აგებს. ახლად დაგებულ გზაზე კომპანია „ჯავახ ავტოგზის“ სატვირთო მანქანები დადიან. რომლითაც სამშენებლო მასალები გადააქვთ.

ადგილობრივები jnews.ge-სთან ამბობენ, რომ მძიმე წონიანი მანქანები ასფალტს აზიანებს. სწორედ ამიტომ მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად დღეს, 26 აგვისტოს ახალქალაქი–კარტიკამის დამაკავშირებლი გზა გადაკეტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება გზის დაგებას ხელს უშლის.

კომპანია „ჯავახავტოგზის“ დირექტორი ნოდარ ინასარიძე ამბობს, რომ ორი დღეა მისი კონპანიის მუშაობა პარალიზებულია, ადგილობრივები მანქანების მძღოლებს ემუქრებიან.

„ამიტეხეს ბუნტი, ხან იგონებენ, რომ მტვერი აწუხებთ, ხან გზის გაფუჭებას იმიზეზებენ. მანდ მე კარიერი მაქვს და სამშენებელო მასალა იქიდან გამომაქვს. კარტიკამელებს მიაჩნიათ, რომ რაც მათ სოფელთანაა ყველაფერი მათია. ორი გზიდან შემიძლია წასვლა ჩემს კარიერამდე და ორივე პარალიზებულია. ორი მხარეს სამუშაოებია. ადგილობრივები ბარებით დადიან და ჩემს მძღოლებს ემუქრებიან ასე გიზავთ, ისე გიზავთო“,–ამბობს ინასარიძე.

სოფელი ბავრა–კარტიკამი–აბულამდე მისასვლელ გზას შპს“ არალი“ 1 048 150 ლარად აკეთებს. კომპანიის დირექტორის დემეტრე თათეშვილის თქმით, სატვირთო მანქანებს მათ მიერ დაგებული გზა არ დაუზიანებია.

„ჩვენთვის სატვირთო მანქანებს არანაირი პრობლემა არ შეუქმნიათ. უბრალოდ მოსახლეობამ ისურვა, რომ გზა დამთავრებული და დაგებულიყო ერთი გავლით. ჩვენ ორ ნაწილად გვინდოდა დაგება რომ მოძრაობა არ ჩაგვეკეტა. ასფალტის მეორე ფენას გზის ჯერ ერთ ნაწილზე დავაგებდით შემდეგ კი მეორეზე, თუმცა ახლა მოსახლოებას უნდა რომ ერთბაშად დავაგოთ, ამიტომ დროებით შეიზღუდა გავლა, ორ დღეში დავამთარებთ სამუშაოებს და მიმოსვლა ისევ ჩვეულებრივად იქნება შესაძლებელი“,– ამბობს თათეშვილი.

ახალქალაქის მერი იური უნანიანი ამბობს, რომ „ჯავახავტოგზის“ სატვირთო მანქანებს შემოვლითი გზა შესთავაზეს.

„დილით ვნახე ხალხი და უკვე პრობლემა აღარაა. ასფალტის ერთი ფენა, რომ იყო დაგებული დადიოდნენ ეს მანქანები და ახლა მეორე ფენის დაგება დაიწყეს და ვეღარ გადაატარებენ, აღარ შეიძლება. როცა მორჩება სამუშაოები შემდეგ ისევ გავლენ. შემოვლითი გზა შევთავაზეთ ხიდიდან, მაგრამ ისიც ახალი გაკეთებულია და იქაც საშიშია მათი გავლა“,– ამბობს უნანიანი.

ნოდარ ინასარიძე გვეუბნება, რომ ორი დღის განმავლობაში მას სამუშოების შეჩერება მოუწევს, რადგან ვერც ერთი გზით ვერ სარგებლობს. „ საქმე მიფუჭდება, ეს მასალები მჭირდება, ქალაქში ვაგებთ გზას. მესმის, რომ ახალდაგებულ გზაზე არ შეიძლება გავლა და არც გავალ, თუმცა უნდა არსებობდეს ჩემთვის ალტერნატივა, რომ ჩემი საქმეც არ გაფუჭდეს. მე ხომ ამინდზეც ვარ დამოკიდებული და ვასწრებ სამუშაოებს“.

დღევანდელი აქცია ადგილობრივ თვითმმართველობასთან საუბრის შემდეგ დაიშალა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

სოფელ ბავრაში ახლადდაგებული ასფალტი დასკდა
‘თხელი კი არა, ზომაზე სქელია ასფალტი’ – კომპანია ახალქალაქის სოფლებში დაგებულ გზაზე
ივლიტაში 10 თვის წინ დაზიანებული გზა ისევ არ შეუკეთებიათ [Video]
მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ
ივლიტაში დაზიანებული ასფალტის აღდგენა დაიწყო
დიდთოვლობის გამო ახალქალაქის ორ სოფელში მანქანები ჩარჩა
სოფელ წყორძაში ტაძრის გარშემო დაგებულ ასფალტს აიღებენ