FM97.5 / LIVE

სათხეში ახლადგახსნილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ‘ოცნების’ დეპუტატის ფოტო გამოფინეს [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.08.2019
ნინოწმინდაში, სოფელ სათხეში ადგილობრივი ბიზნესმენის დაფინანსებით, ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა, სადაც სოფლის ძველ ტრადიციულ საოჯახო ნივთებთან და ფოტოებთან ერთად, დეპუტატ ენზელ მკოიანის ფოტო და ჯილდოებია გამოფენილი.

სათხეში ახლადგახსნილ ეთნოგრაფიულ  მუზეუმში ‘ოცნების’ დეპუტატის ფოტო გამოფინეს [ფოტო]
სოფელ სათხეში, ალბერტ ისოინის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი,24 აგვისტოს გაიხსნა.

მუზეუმი, ალბერტ ისოიანის შვილის, არტურ ისოიანის დაფინასებით აშენდა, რომელიც ბიზნესმენია და რუსეთში ცხოვრობს. აქ, გამოფენილია სოფლისათვის დამახასიათებელი ძველი ტრადიციული საყოფაცხოვრებო ნივთები და საოჯახო ფოტოები, მათ შორის არის ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ფოტო და ჯილდოებიც.

ენზელ მკოიანი, „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ სოფელ სათხეშია დაბადებული და გაზრდილი, რის გამოც შესთავაზეს, მისი ფოტო და ჯილდოები ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსებულიყო.

„იქ გამოფენილია იმ პროფესორების, აკადემიკოსების თუ მეცნიერების ფოტოები, რომლებიც სათხეში დაიბადნენ. მეც რახან დეპუტატი ვარ, ჩემი ფოტოც თვითონ გააკეთეს. თან მითხრეს ამ ჯილდოების დადება შეიძლებოდა თუ არა და დავთანხმდი. ჯილდოები სიმბოლურად იყო და ისევ უნდა ავიღო“,–გვითხრა დეპუტატმა.

სათხეში, ეთნოგრაფიული მუზეუმის გახსნას ენზელ მკოიანთან ერთად, სომხური სამოციქულო და მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ელჩები, ასევე რუსეთიდან,სომხეთიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრნენ.

ენზელ მკოიანის თქმით, ისოიანების ოჯახის სურვილია, ეთნოგრაფიული მუზეუმი, მუნიციპალიტეტს სიმბოლურად ფასად, ერთ ლარად გადასცენ.

სათხეში ახლადგახსნილ ეთნოგრაფიულ  მუზეუმში ‘ოცნების’ დეპუტატის ფოტო გამოფინეს [ფოტო]

სათხეში ახლადგახსნილ ეთნოგრაფიულ  მუზეუმში ‘ოცნების’ დეპუტატის ფოტო გამოფინეს [ფოტო]

სათხეში ახლადგახსნილ ეთნოგრაფიულ  მუზეუმში ‘ოცნების’ დეპუტატის ფოტო გამოფინეს [ფოტო]

ფოტო: ენზელ მკოიანის ფეისბუქის გვერდი

[sknews.ge]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

'თავდასხმას ენზელ მკოიანის ძმა ხელმძღვანელობდა' – გიორგი ვაშაძე
ენზელ მკოიანი და გიგლა აგულაშვილი ახალქალაქის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ [R]
'ოცნების' დეპუტატები ახალქალაქში ენზელ მკოიანის მხადასაჭერად ჩავიდნენ
პროკურატურამ პასუხისგებაში ენზელ მკოიანის ძმა და შვილი მისცა
პარლამენტარის ძმამ და ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა იჩხუბეს
კულინარიული კუთხე და ეთნოგრაფიული გამოფენა ‘ბორჯომობიდან’ [ფოტო]
ენზელ მკოიანის ძმა: დაპირისპირება ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა [Video]